ბათუმის „დინამოს“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის
ბათუმის „დინამოს“ ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის
23.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღიან მკითხაობას, ცოტა ხნის წინ ბათუმის „დინამოს" ოფიციალურმა სოციალურმა ქსელმა წერტილი დაუსვა. ეროვნული ლიგის გათამაშების მომდევნო ტურში აჭარულ კლუბს, 27 აგვისტოს, „გაგრას" წინააღმდეგ უკვე უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო უხელმძღვანელებს. გორის „დილას" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ბათუმის „დინამოს" ხელმძღვანელობამ ყურადღება ევროტურნირებზე გუნდის თამაშიდან გამომდინარე შეაჩერა.

ორი დღე, „დილას" ხელმძღვანელობა დეჩმენკოს კლუბიდან წასვლას უარყოფდა. პარალელურად ბათუმის საფეხბურთო კულუარებიდან, ვფლობდით უტყუარ ინფორმაციას, რომ „დინამოს" ხელმძღვანელობა უკრაინელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებამდეც აღნიშნულ დანიშვნას გვიდასტურებდა.


თავად დემჩენკომ  კი, „დილასთან" ერთად 25 აგვისტოს მატჩამდე, რომელსაც გორული კლუბი ქობულეთის „შუქურას" წინააღმდეგ გამართავს ბოლოჯერ ივარჯიშა და გასახდელში ფეხბურთელებს დაემშვიდობა.


ბათუმის „დინამო" დემჩენკოსთან მიღწეულ შეთანხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, აჭარულმა კლუბმა გორელებს მის სანაცვლოდ, გარკვეული გამოსასყიდი თანხა უნდა გადაუხადოს.