საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების დაპირისპირებამდე არასრული 16 დღეა დარჩენილი
23.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
უეფა-ს ევრო 2024 მორიგ საკვალიფიკაციო მატჩამდე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე" გამართავს ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 16 დღე რჩება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან მეორე დღესვე, ცნობილი იყო, რომ მათი 90 % გაყიდულია. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა რა ვითარებაა დღევანდელი მდგომარეობით. გაყიდვების ვებ-გვერდზე შესვლისას ვნახეთ, რომ რეალურად დარჩენილია საკმაოდ ცოტა ადგილი, სადაც ბილეთის ღირებულებაა 50 ლარი მეორე იარუსის მე-4, მე-6, 21-ე , 26-ე სექტორებში. ასევე, მეორე იარუსის მე-13, მე-19 და 28-ე სექტორების ბოლო რიგებში და ბილეთების ღირებულებაა 30 ლარი.
ასე, რომ თუკი ვინმეს გაქვთ სურვილი დაესწროს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრას, ამის შანსი ჯერ ისევ არის.