საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგი 5 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგი 5 ქულით წააგო
22.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იაპონიაში,  ავსტრალიას დაუპირისპირდა და  5 ქულით დამარცხდა.


გამომდინარე იქიდან, რომ თამაში, იროვე გუნდის სურვილით დახურული იყო, მისი ტრანსლირება არ მომხდარა. ინფორმაციით, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელი ავრცელებდა, ჩვენი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ, 18 ქულით, 33-51-ს აგებდა. თუმცა, დარჩენილ პერიოდებში 18 ქულიანი სხვაობა 5 ქულამდე დავიყვანეთ. საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 81-86 დასრულდა.


საქართველოს ნაკრებიდან, წინა სპარინგის მსგავსად ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე იყო, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 6 მოხსნაა. 18 ქულაა გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას ანგარიშზე, 14 დუდა სანაძის, 11 თად მაკფადენის, 8 სანდრო მამუკელაშვილის და მხოლოდ 6 გიორგი შერმადინის ანგარიშზე. მათ გარდა ზუროსის გუნდს ამ დღეს ქულები კახაბერ ჯინჭარაძემ -3, და 2-2 რატი ანდრონიკაშვილმა და გიორგი ცინცაძემ მოუტანეს.


შეგახსენებთ, რომ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე,  ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს,  კაბო ვერდეს ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.



საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო