21 აგვისტოს გამთენიას, საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" პოდგორიცაში, უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. ავთანდილ ასათიანის გუნდი, წილისყრით C ჯგუფშია, სადაც „ჯორჯიანსის" გარდა, ნიდერლანდების „ეინდჰოვენი", მონტენეგროს „ტიტოგრადი" და გიბრალტარის „ეუროპა" არიან მოხვედრილები.
„აღნიშნული ტურნირისთვის მოსამზადებელი პერიოდი ერთი თვის წინ დავიწყეთ. თავიდან ფიზიკური მომზადება გვგქონდა, მერე, უკვე შევედით დარბაზში ტაქტიკური, ტექნიკური სამზადისის კუთხით. დაგვემატა ორი ლეგიონერი რონი და შოხრუხ მახმადამინოვი., ყირგიზეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ძალიან კარგი ბიჭი", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, კლუბის მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი წვერის რონინიოს და მახმადინოვის გარდა, კლუბმა სხვა მოთამაშეების სახითაც მიიღო შევსება, მათ შორისაა „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილი 20 წლის მეკარე, ლუკა ხარშილაძე, რომელსაც ჯერ, ფუტსალთან შეგუებისა და ადაპტაციის პერიოდი აქვს.
ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში მონაწილეობის სურვილი, უეფა-ს 51 წევრი ქვეყნის 55-მა კლუბმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ოთხი ქვეყანა, ესპანეთი, პორტუგალია, ყაზახეთი და ხორვატია, ტურნირზე ორ-ორი კლუბით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ამ ქვეყნის 8 კლუბს სარეიტინგო კოეფიციენტი იმის საშუალებასაც აძლევს, რომ პირდაპირ მეინ რაუნდში 24-29 ოქტომბერს მიიღონ მონაწილეობა. ბუნებრივია, ამ ჩამონათვალში არის, მოქმედი ჩემპიონი ესპანური „მალიორკაც".
ქართული კლუბი კი, დარჩენილ 32 კლუბთან ერთად ძლიერებთან შესაერთებლად ბრძოლას სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, რომელიც მინი-ტურნირების სახით გაიმართება. ჩვენ მონტენეგროში გვიწევს ასპარეზობა.
„ძალიან ძლიერ ქვეჯგუფში მოვხვდით. მაგრამ ეგრეა, „ქვედა ლიგებში" ესეა, ჭირს - ერთი, რომ გადის ჯგუფიდან სულ პრობლემაა. ასე, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. რაც მთავარია, „ნიუ ვიჟენისგან" გვაქვს ყველანაირი ხელშეწყობა, ყველა პირობა იმისთვის, რომ ვიფიქროთ იმ გარემოებაზე, რომ გასვლის შანსი გვაქვს და არ მივდივართ პოდგორიცას დასათვალიერებლად", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ქართული კლუბი, პირველ შეხვედრას ჯგუფის მასპინძელი მონტენეგრული „ტიტოგრადის" წინააღმდეგ 23 აგვისტოს გამართავს. მომდევნო თამაში ჩვენებს 24 აგვისტოს „ეინდჰოვენის" წინააღმდეგ, ბოლო კი 26 აგვისტოს „ეუროპას" დაუპირისპირდება. ტურნირის დებულებიდან გამომდინარე მომდევნო ეტაპზე გადის მხოლოდ ერთი გუნდი.
ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო ტურნირების კიდევ სხვა 7 გამარჯვებულთან ერთად გადის მეინ რაუნდი B ჯგუფში, სადაც მათ ელოდებათ 17-24 სარეიტინგო კოეფიციენტის მქონე 8 კლუბი. შესაბამისად, ამ ჯგუფის მეინ რაუნდი გაიმართება ნოემბერში, ხოლო, ელიტ რაუნდი, სადაც უკვე გათამაშების ბოლო ფაზის 4 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომელიც 2024 წლის მაისში ფინალურ ფლეი-ოფში ითამაშებს.