იმისდა მიუხედავად, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვებენ თუ არა ნეიტრალური დროშის ქვეშ, მოასპარეზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს, უკრაინა, პარიზში ყველა ვარიანტში იქნება წარმოდგენილი. თუ რა სახით, ჯერ უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, უკრაინული მედიის წარმომადგენლები, მათი ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვადიმ გუცაიტის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ავრცელებენ.
უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს კონსულტაციებს, ოლიმპირი მოძრაობის წარმომადგენლებთან, უკრაინელების მონაწილეობის თაობაზე მომავალ თამაშებში, თუკი, თამაშების ორგანიზატორები აგრესორი სახელწიფოს წარმომადგენლებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის ნებართვას მისცემენ.
უკრაინის სპორტის თავკაცები განმარტავენ, რომ ისინი ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ, რაც ამ უპრეცედენტო ვითარებას ეხება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
ამ მომენტისთვის, უკრაინული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებს საკუთარ სპორტულ სამყაროსთან, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, საერთაშორისო პარტნიორებთან რათა ვითარება ობიექტურად შეფასდეს და დასკვნებიც დაბალანსებული გამოიტანონ. მიღებულ გადაწყვეტილებას კი უკრაინის ოლიმპიური კომიტეტი, საკუთარი ვებ-გვერდისა და სოცმედიის საშუალებით გაახმოვანებს.