სკოპიედან ოთხიდან სამი მედლით ბრუნდება
სკოპიედან ოთხიდან სამი მედლით ბრუნდება
14.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილოეთ მაკედონიაში დასრულებულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. -100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა მაისურაძე გახდა. -57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ, -63კგ-ში კი ეთერ ასკილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს.

სკოპიეში გამართულ ტურნირზე, რომელშიც საერთო ჯამში 28 ქვეყნის 240 ჯუდოკამ მიიღო  მონაწილეობა საქართველო ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. -52 კგ-ში გოგონათა შორის ასპარეზობდა მარიამ ფოცხვერაშვილიც, რომელსაც პირველ წრეში მოეცარა ხელი.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი ძიუდოს ევროპის ასოციაციის ერთ-ერთი სიახლეა ახალგაზრდული ევროპული ძიუდოს კალენდარში და მისი ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალი სუპერვარსკვლავების განვითარებას საკმაოდაც შეუწყობს ხელს.



ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია