„დილამ“ ითამაშა, მაგრამ წააგო
„დილამ“ ითამაშა, მაგრამ წააგო
10.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„გორის" დილამ ითამაშა, თუმცა, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე რაუნდის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში, „დინამო არენაზე" წააგო. ქართული გუნდის მეტოქე, შეგახსენებთ, რომ კვიპროსული „აპოელი" იყო, რომლის ღირსებასაც გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი იცავდნენ. აქედან, ქვილითაია, რომელიც გუშინ ორივე გუნში გამორჩეული იყო, სტუმარ გუნდს, კაპიტნის სამკლაურით გამოიძრვა. სხვათა შორის, თავშივე აღვნიშნავთ, რომ „დილას" მოწინააღმდეგე გუნდში მყოფმა ქართველებმა, რომელთათვისაც შესაძლოა „დინამო არენა" უფრო მშობლიური იყო ვიდრე გორელთათვის, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.


„ძალიან სამწუხაროა თამაშის ამგვარად წაგება. „აპოელი" თავს კარგად იცავდა, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, ორივე გოლი საკუთარი შეცდომების შედეგად გავუშვით და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი თამაშის წაგება ძალიან საწყენია. არ მსურს ვინმეს რამე დავაბრალო. ახლა გუნდურობა, ოჯახურო განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც არსებობს. ყველაფრის მიუხედავად ამ ყველაფერს დადებითად შევხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ „აპოელმა" მხოლოდ მაშინ შეძლო თავისუფლად თამაში, რაც ჩვენი კაპიტანი ალეფ სანტოსი გაგვიძევეს", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრისას ანდრეი დემჩენკო.




ქართული გუნდის უპირატესობაზე მატჩის შემდეგ, „აპოელის" ქართველმა ფეხბურთელებმაც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა, ფეხბურთში, ხშირად ბურთის ფლობა და ტერიტორიული უპირატესობა ბევრს აღარ წყვეტს. სტუმრებმა, როგორც ჩანს კარგად გათვალეს ქართული გუნდების საერთო ფსიქოლოგიაზე და პირველი ტაიმის დამატებით დროში, „დილას" კარს, სტანდარტულის შემდეგ, მასიურად შეუტიეს. ჯერ ქვილითაია ეცადა მაკრატელათი გოლის გატანას, თუმცა, ევგენი კუჩერენკო ბურთს ხელით შეწვდა და მოიგერია. აი, დამატებაზე კი, მცველებს გაეპარათ კვიპროსელთაგან დარსიო, რომელმაც „დილას" გოლი გასახდელში გაატანეს. სხვათა შორის, „ქვილითას" შეხვედრის დასაწყისშივე, პირველი წუთის მიწურულს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ გორელებს, რომლებსაც ბურთის ფლობა კი ჰქონდათ, თუმცა, კარის ჩარჩოსთვის არ შეუტევიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბურთმა მხოლოდ ხარიხა შეაზანზარა.


რთული სათქმელია როგორ განვითარდებოდა თამაში, გორელებს, რომ გოლი გაეტანათ, ან პირველი ტაიმის შემდეგ, თავად არ წაეღოთ გოლი გასახდელში, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ტაიმში გუნდი, ონდავ „აჭრილი" გამოვიდა. „აპოელმა" ნელ-ნელა გააკონტროლა თამაში,  გორელთა ნახევარზე ითამაშა პრესინგი და მივიდა გოლამდე, რომელიც ამჯერად, სტანდარტულიდან, შეცვლაზე შემოსულა, კვიპროსული გუნდის ერთად-ერთმა კვიპროსელმა გაიტანა. საპასუხო მატჩის წინ, რომელიც ერთ კვირაში კვიპროსზე გაიმართება, გორელთა თავსატეხი კიდევ ერთით გაიზარდა, გუნდს, სანტოსი გაუძევეს და შესაბამისად, ის, საპასუხო მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას. „დილამ" 0-2 წააგო.


მატჩის სრული სტატისტიკა




და ბოლოს, მატჩის შემდგომ პრესკონფრენციაზე, უცერემონიო ნიქოზიელებს (მედიის წარმომადგენლებს), რომლებიც არანაირ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდნენ, მხარი გუნდის პორტუგალიელმა მწვრთნელმაც აუბა და იმ მიზეზით რომ „სველი ვარ და გავცივდებიო", 40-გრადუსიან დარბაზში, მასპინძლებს კონდიცირების სისტემა გამოართვევინა. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე კვიპროსული მედია „აღადავდა", თუმცა, იმის შესახებ არაფერი უთქვამთ, რომ მათი გუნდის მთავარი მწვრთნელი, თამაშებზე, „დედისერთა პერანგით" დადის. რეალურად კი, სა პინტომ, რომელმაც მატჩის მსვლელობის დროს ყვითელი ბარათიც კი, მიიღო, უბრალოდ გათვალა პროტოკოლით გათვლილი წესი, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მოსვლასთან დაკავშირებით და მატჩის შემდეგ, მედია-ოთახში, ელემენტარულად, ჯარიმის ასაცილებლად, პრეს-ბანერის ფონზე დაფიქსირდა. მითუმეტეს, რომ კვიპროსული მაუწყებლისთვის მას ოფიციალური კომენტარი მოედანზევე ჰქონდა გაკეთებული, დანარჩენებს კი, დიდი ალბათობით, უკან გზაზე, ჩარტერში გაესაუბრებოდა.



სტატია რედაქტირებულია 05:00 საათზე, იხილეთ მატჩის ფოტო-ამბავი