დღეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრაზე იმუშავებენ ქართველი მსაჯები. უეფა-ს სამსაჯო ლოტოტრონმა ქართველები მეზობელ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიავლინა.
თბილისის დროით 20:00 საათზე ბაქოში, აზერბაიჯანული „საბაჰი", სერბეთის „პარტიზანს" დაუპირისპირდება. შეხვედრას, რომელშიც „საბაჰის" შემადგენლობაში დავით ვოლკოვი ითამაშებს, ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯად კი, ამ ბრიგადაში, ალეკო აფციაურია.
22:00 დაიწყება შეხვედრა ადანაში, სადაც გოგა კიკაჩეიშვილი ადგილობრივი „ადანა დემირსფორისა" და ხორვატუილი „ოსიკ"-ის დაპირისპირებას განსჯის. „კიკაჩას" , დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია მიეხმარებიან. შეხვედრის მეოთხე მსაჯი კი, თურქეთში, დავით ხარიტონაშვილი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ სფფ-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ მსაჯთა განყოფილებას ამიერიდან ცნობილი თურქი მსაჯი, ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს.