საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ჯგუფი და მეტოქეები, „ევრობასკეტი 2025"-ის გათამაშებაზე ცნობილია. დღეს, 8 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირში, რომელშიც, 24 საგზურის მოსაპოვებლად 32 ქვეყანა იწყებს ბრძოლას ჩვენი ნაკრები G ჯგუფში, დანიის, სერბეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ცნობილია, რომ აღნიშნული 24 საგზურიდან, ოთხი, „ევრობასკეტი 2025" -ის ოთხ მასპინძელ ქვეყანას (კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი) უკვე ერგო. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთი სწორედ ასეთი გუნდია - ფინეთის ნაკრები. შესაბამისად, ფინეთი, ჯგუფის ფორმალური მონაწილეა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი არ იბრძოლებს. ამასთან, თუკი, „ევრობასკეტი 2025"-ის არამასპინძელი ქვეყნების ჯგუფებიდან ფინალურ ეტაპზე 3-3 საუკეთესო გუნდი გავდა, ჩვენ ჯგუფში ფინალური საგზურისთვის 2 გუნდი იბრძოლებს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს სერიოზული ბატალიები ელის. მით უმეტეს, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ნაკრებში დიდი ალბათობით, სერიოზული ცვლილებების დრო დადგება.
წინასწარი განთესვით, საქართველოს ნაკრები მე-5 კალათში მოხვდა და წილისყრამდე ცნობილი იყო, რომ მეტოქეები ჩვენს გუნდს, 1-ი (ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია.), მე-4 (ფინეთი, ხორვატია, უკრაინა, ლატვია.), და მე-8 (პორტუგალია, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი.) კალათებიდან შეგვხვდებოდა.
და ბოლოს, რაც ამ ეტაპისთვის ცნობილია - გათამაშების ფორმატი და სავარაუდო თარიღები, ვინაიდან დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო მატჩები 3 ე.წ. ფანჯარაში გადანაწილდება და 2025 წლის თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სავარაუდოდ პირველი ფანჯარა, 2024 წლის 19-17 თებერვლის პერიოდში გაიმართება, მეორე 2024 წლის 18-26 ნოემბერს, ხოლო ბოლო 2025 წლის 17-25 თებერვალს.