ტრადიციულად მწვრთნელები ამბობენ და რეალურად არაოფიციალური სპარინგები, შედეგზე მეტად, სათამაშო სტილის, კომბინაციების და ტაქტიკის დახვეწაზეა ორიენტირებული. მიუხედავად ამისა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ ბოლო სპარინგს ლატვიის ნაკრებთან ანგარიშით, 82-57 (19-20, 26-19, 20-10, 17-8) აგებ, ცოტა განწყობა გიმძიმდება.
დღეს ილიას ზუროსის გუნდმა კარგად დაიწყო და 6 ქულითაც იყო წინ, თუმცა, პირველი მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მოუკლო ყურადღებას პერიმეტრზე და ამით, ლატვიელებმა კარგად ისარგებლებს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი 19-20, ე.ი. ერთი ქულით მოვიგეთ, დიდ შესვენებაზე, მასპინძლები უკვე 6 ქულიანი უპირატესობით, 45-39 გავიდნენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ განსხვავებით, ბალტიისპირეთში ჩატარებული პირველი სპარინგისგან, ამჯერად ჩვენი ნაკრები უფრო მეტ შეცდომას უშვებდა დაცვაში და ძირითადად, ვერ ახერხებდა მეტოქისთვის პერიმეტრი გადაეკეტა. მესამე პერიოდის შუაწელში, სხვაობამ 11, ხოლო ბოლო მეოთხედის ბოლოს 25 ქულასაც კი მიაღწია...
ერთი დეტალი, საქართველოს ნაკრებს ისევ ვერ დაეხმარა გოგა ბითაძე, აი, ლატვიელებს კი გუნდის 4 ლიდერი აკლდათ. თამაში არ წაუვიდა პირველ ტაიმში თად მაკფადენს, რომელმაც საბოლოოდ მხოლოდ 4 ქულა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრებში საქართველოს ნაკრებში უმაღლესი შედეგი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ, რომელსაც მთელი ლატვიის ნაკრები მეურვეობდა, 11 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი, მხოლოდ 7 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
და კვლავ სტატიის დასაწყისს დავუბრუნდებით, ეს თამაშები, ტურნირი თბილისში და შემდეგ, იაპონიაში, უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბმა, ჩემპიონატის თამაშებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, თუმცა, თუკი 25-ქულიანი სხვაობით წავაგებთ ყველა დარჩენილ სპარინგს, თამაში კი, გამოსწორდეს შეიძლება, თუმცა, წაგება, ხასიათში გაჯდება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო