უნგრეთში მიმდინარე მასტერსზე დღეს, საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაო მოიგო. პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ ერთ-ერთი სარეიტინგო ტურნირის წინ, ასპარეზობის მეორე დღეს, სტარტი სამმა ქართველმა ძიუდოისტმა აიღო.
-73 კგ წონით კატეგორიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მეტოქე არ გამოუცხადდა, შედარებით რთული ბადე ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს, რომელშიც გამოცდილმა ქართველმა 1/2 ფინალში გასასვლელ შეხვედრაში სამი შიდო მიიღო და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, „შავიმ", კოსოვოს წარმომადგენელი გიაკოვა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა.
აქ მისი მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გაირკვა და ისე მოხდა, რომ აღნიშნულ წონაში ქართული ბრინჯაოს ფინალი ჩატარდა. „შავის" მეტოქე, 20 წლის გიორგი ტერაშვილი იყო, რომელმაც, 1/2 ფინალი ბევრად გამოცდილ ტაჯიკ ბეჰრუზი ჰოჯაზოდასთან გოლდენ სკორის მეოთხე წუთის ბოლოს ვაზარით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გიორგის, თითქმის მთელი ბადეს გავლისას, დამატებითი დრო დასჭირდა.
ბრინჯაოს ფინალში გამოცდილი „შავი", ქართული ძიუდოს მომავალს, 20 წლის ტერაშვილს დაუპირისპირდა. საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლის დასრულებამდე წუთით ადრე, შავდათუაშვილმა ვაზარი აიღო, გამოცდილების ხარჯზე კი, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე თანაქალაქელი მეტოქეს მეორე ვაზარი აუღო და შეხვედრა დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთის მასტერსის ბრინჯაოს მედალოსანია. ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა, ამ წონაში, გამარჯვებული იაპონიის წარმომადგენელი სოიჩი ჰაშიმოტო გახდა.
-81 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს ფინალი იაპონელ კენია კოჰარასთან იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმაც, რომელმაც 1/2 ფინალში დამატებითი დროის მე-5 წუთზე, მესამე შიდოს გამო მოხსნენს. საინტერესოა, რომ ბოლო „ყვითელი" ტატოს მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ მან ბრაზილიელი მოწინააღმდეგის ზედიზედ ოთხი ცრუ აქტიურობის გამო ჩავარდნა გააპროტესტა. დიდი ალბათობით, ეს მოვლენა, ჯუდოს მსაჯთა თავყრილობის განსჯის საგანიც გახდება, თუმცა, გრიგალაშვილს უნგრეთის მასტერსის ფინალში უკვე ვეღარავინ დააბრუნებს. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ტატო მშვიდი და გაწონასწორებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ იაპონელივით 2 შიდო ჰქონდა, მოახერხა შეხვედრის ბოლო წამებზე ვაზარის აღება და დარჩენილი 10 წამის გონივრულად გაყვანა. ამ წონაში კი, ტატოს გარეშე დარჩენილმა მატიას კასემ კასემ, ერთი ვაზარით მოახერხა ოქროს მედლის მოგება.
ბუდაპეშტის მასტერის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა ცვლილებები ქართულ გუნდში, მაგალითად გაირკვა რომ მასტერსზე აღარ იასპარეზებდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. თუმცა, ჩვენი გუნდი ღვინიაშვილის წონაში ლუკა მაისურაძემ ჩაანაცვლა. შესაბამისად ბუდაპეშტში, უნგრეთის მასტერსზე ჩვენები 15 ჯუდოკათი წარსდგნენ.
-60 კგ / გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე
-66 კგ / ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ / ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ / ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ / ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+ 100 კგ / გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
-57 კგ / ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ / სოფიო სომხიშვილი
აქედან ასპარეზობის პირველ დღეს, ჩვენებმა სამ წონით კატეგორიაში იასპარეზეს, ვაჟებში -60 და -66 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო გოგონებიდან ეთერ ლიპარტელიანმა -57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. ქართველებიდან, მედალთან ყველაზე ახლოს თემურ ნოზაძე იყო, თუმცა, ქართველმა რეპეშაჟში ფინალში გასასვლელი შეხვედრა წააგო და შედეგად ამ დღეს მედლების გარეშე დავრჩით.
ხვალ, ბუდაპეშტის ტატამზე, 7 ქართველი, მათ შორის სოფიო სომხიშვილი, 4 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ და იმედია, უნგრეთში მოგებული მედლების მიუხედავად, პირველი ორი დღის განწყობას გამოგვისწორებენ.
ფოტო: (c) IJF / Di Feliciantonio Emanuele / EJU / Gabi Juan