საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთში, ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა. ჩვენი ნაკრების მოთამაშეები არიან გიორგი ზურაბაშვილი, ოთარ ხუჭუა, ბექა მაჭავარიანი და ნიკოლოზ ფუტურიძე, ხოლო მწვრთნელი - დავით გასიტაშვილი.
ტურნირი ქალაქ ვოირონში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის ნაკრები მიიღებს:
A ჯგუფი: უკრაინა, ესპანეთი, ისრაელი.
B ჯგუფი: პოლონეთი, საქართველო, ირლანდია
C ჯგუფი: საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი
D შეიცარია, პორტუგალია, ავსტრია
თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და ბრძოლას აგრძელებს სამეულში მოსახვედრად, რათა ევროპის 17-წლამდელთა თასის გტამაშების ფინალურ ეტაპის საგზური მიიღოს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩს 5 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით 17:15 საათზე ირლანდიას, ხოლო 20:45 საათზე პოლონეთს დაუპირისპირდება.
ერთი მოგებაა საშირო, ჯგუფიან პლეი ოფში გასასვლელად.