„ჭიამ“ „დინამო თბილისი“ დატოვა
„ჭიამ“ „დინამო თბილისი“ დატოვა
04.08.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თამაშის შემდეგ მთელი ღამე „დინამოს თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე გაატარა სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მას შემდეგ კი, რაც კლუბმა, გიორგი ჭიაბრიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, დიღმის მასივში მდებარე ბაზაზე მყოფთ დაემშვიდობა წარმატება უსურვა და ტეროტორია დატოვა. „ჭია" გუშინაც, თამაშის შემდეგ, გასახდელში არ შესულა და არც, ტრადიციულ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.


დღესვე, თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათისთვის, კლუბმა, მთავარი მწვრთნელის გადადგომის შესახებ, ოფიციალური განცხადება გააკეთა.


„გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამო თბილისი დატოვა. მთავარ მწვრთნელსა და თბილისურ კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მასთან ერთად დინამო ასევე გიორგი დეკანოსიძემ, ლაშა ნოძაზემ და ალექსანდრე იწკირველმა დატოვეს.


გიორგი ჭიაბრიშვილი დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და ამავე სეზონში გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასის მოპოვება იზეიმა. ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრებმა მისი ხელმძღვანელობით 49 მატჩი (29 მოგება, 9 ფრე და 11 მარცხი) გამართეს.


საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ჭიაბრიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის. კლუბის სახელით, მათ მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ.


თბილისური კლუბი ახალი მთვარი მწვრთნელი შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.