უკვე ოფიციალურად, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის" ფეხბურთელია. ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის ერთკვირიან „მკითხაობას", როგორც იქნა წერტილი დაესვა. „დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის ჩისკოს შემდეგ, ბრიტანულ კლუბში ქართული კლუბის კიდევ ერთი წარმომადგენელი ამჯერად, 23 წლის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დამატების შესახებ ოფიციალურად იტყობინება.
გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს „გენტიდან", იჯარით ერთი სეზონით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ გარიგებაში, ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტიც არის გათვალისწინებული.
„ჩაკვეს" საკლუბო და სანაკრებო კარიერის მოკლე მიმოხილვას, ბრიტანული საფეხბურთო კლუბის ვებ-გვერდი, თანამედროვე ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი და უეფა-ს ახალი სანაკრებო ტურნირის გოლის აღნიშვნით ასრულებს და დასძენს „კეთილი იყოს შენი მოსვლა, გიორგი".
სტატია მომზადებულია watfordfc.com-ის მიხედვით