საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკაში აგრძელებს
საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკაში აგრძელებს
02.08.2023
ავტორი: TSFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე კარიერას ამერიკაში, კერძოდნ „ატლანტა იუნაიტედში" გააგრძელებს. ინფორმაცია, ოფიციალურად დაადასტურა ქართველის 2026 წლის სეზონის ბოლომდე, დამატების შესახებ. თურქული „ჰათაისფორიდან" გადასულ ქართველს, ამერიკაში დიდ იმედებს უკავშირებენ და შეეცდებიან ახალ გუნდთანაც, ის, მალე ინტეგრირდეს.

2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონიდან მოყოლებული, საკლუბო ფეხბურთში, ქართველს 288 მატჩი აქვს ჩატარებული, 69 გოლი გატანილი და 57 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ ლობჟანიძემ კარიერა მშობლიურ ქალაქში, 2014 წლის 10 აგვისტოს „დინამო თბილისის" შემადგენლობაში დაიწყო და მაშინ, მისმა გუნდმა ის შეხვედრა 2-0 მოიგო. პირველი გოლი კი, საბამ „შუქურას" წინააღმდეგ გაიტანა შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 6-0 გაიმარჯვა. „დინამო თბილისთან" ერთად საბა ლობჟანიძე საქართველოს თასის, სუპერთასის მფლობელი, ასევე ქვეყნის რამდენიმე გზის ჩემპიონია. ლობჟანიძის ახალი გუნდის, ვებ-გბერდი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ ქართველი, ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია და საკმაოდ სოლიდური გამოცდილება აქვს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზეც, რაც მათი აზრით კლუბს დიდად გამოადგება.


სტატია მომზადებულია atlutd.com-ის მიხედვით