ქართული გუნდი 4-6 აგვისტოს უნგრეთის მასტერსზე იასპარეზებს
ქართული გუნდი 4-6 აგვისტოს უნგრეთის მასტერსზე იასპარეზებს
31.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უნგრეთის მასტერსზე, რომელიც ბუდაპეშტში 4-6 აგვისტოს არის დაგეგმილი 59 ქვეყნის წარმომადგენელი ემზადება საასპარეზოდ. მათ შორის, საქართველოც, რომელიც ამ მომენტისთვის 17 ჯუდოკათი არის რეგისტრირებული. ქალები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები, -57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი, +78 კგ წონით კატეგორიაში კი, სოფიო სომხიშვილი იქნებიან წარმოდგენილები.

გაორმაგებული და გასამმაგებული აქვს ქართულ ვაჟთა გუნდს რამდენიმე წონა.


-60 კგ  / გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

-66 კგ / ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ  / ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ  / ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ  / ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ  / ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+ 100 კგ / გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი


შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შესაბამისად, ყველა ტურნირი და მთ შორის უნგრეთის მასტერსიც სარეიტინგო ტურნირებს შორის არის.

 

 

ფოტო: © judo.hu