ხვალ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში მორიგ სპარინგს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი, კაუნასში, ლიეტუვას ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, სასტუმრო „ვიქტორიამდე", სადაც ჩვენი გუნდი საბოლოოდ დაბინავდა, ნაკრებმა 2 თვითმფრინავი და 2 ავტობუსი გამოიცვალა. მორიგ საკონტროლო შეხვედრას კი, ხვალ, 1 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გამართავენ ლიეტუვას წინააღმდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრების წინააღმდეგ სპარინგ-მატჩში მონაწილეობის მისაღებად, ტრევიზოდან, ზუროსმა 15 კალათბურთელი წაიყვანა: დავით კაკუბავა, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ლევან გოგიჩაიშვილი, თად მაკფადენი, ბექა ბექაური, გოგა ბითაძე.
ორი გუნდისთვის, რიგით მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას, საქართველოს საზოგადოებრივი მაყურებელიც გადმოსცემს. პირველადი ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო