საქართველოს კიდევ ორი 1/4 ფინალისტი ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ არის
საქართველოს კიდევ ორი 1/4 ფინალისტი ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ არის
30.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალის მონაწილე ბოლო ორი მონაწილე სექტემბრის დასაწყისში გაირკვევა. მანამდე კი ცნობილია, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ „დინამო თბილისი", „დინამო" ბათუმი, „საბურთალო", „სამგურალი",  „კოლხეთი 1913" და „ირაო".

დღეს, ბოლნისსა და თელავში ორი სათასო შეხვედრა გაიმართა. ბოლნისში, ბათუმის „დინამომ" შეხვედრა „სიონის" წინააღმდეგ, ცოტა მძიმედ დაიწყო და ალბათ, ამის მიზეზი მინდვრის საფარი იყო. თუმცა, მალევე შეეჩვია და ბურთის გაკონტროლებაც პირველივე ტაიმში მოახერხა. შედეგად, 33-ე წუთზე, პირველი გოლი გაიტანა და შემდეგაც, ამავე ტაიმში ჰქონდა შესაძლებლობები. თუმცა, საწყისში წუთებში, „სიონმაც" ხელიდან გაუშვა კარგი მომენტი. მამუკა კობახიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში, მალევე გაიტანა მეორე გოლი და „სიონს" ამოცანები გაურთულა. აღსანიშნავია, რომ აჭარული გუნდის შემადგენლობაში უეფა-ს კონფერენს ლიგის შემადგენლობიდან განსხვავებით, თვალშისაცემი ცვლილებები იყო. აი, გულშემატკივარი კი, ბათუმელებს, „პირატების" პროტესტის მიუხედავად, ბოლნისში საკმაოდ ჰყავდათ. „დინამომ" 0-2 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.


შეხვედრის 55-ე წუთზე, სტანდარტულიდან გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი თელავში, სადაც ადგილობრივი „თელავი", თბილისის „საბურთალოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ კოკისპირულმა წვიმამ, გარკვეულწილად შეცვალა მინდვრის საფარი და გუნდებს გაურთულა თამაში.  ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტი, თუმცა, „საბურთალო", მომდევნო ეტაპზე ლუკა სილაგაძის გოლმა გაიყვანა. თბილისურმა გუნდმა, მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა.


და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორი შეხვედრა გორის „დილასა" და ქუთაისის" ტორპედოს" მონაწილეობით სექტემბერშია გადატანილი.