თურქეთმა და იტალიამ ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის გამართვაზე უეფა-ს ერთობლივი განაცხადით მიმართეს
თურქეთმა და იტალიამ ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის გამართვაზე უეფა-ს ერთობლივი განაცხადით მიმართეს
28.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

28 ივლისს, უეფა-მ ოფიციალურად განაცხადა, ორგანიზაციაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა (FIGC) და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის (TFF) ერთობლივი განაცხადის შესახებ უმასპინძლონ ევრო 2032-ს.

მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს უეფა-მ 2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ამ პროცესში მაშინვე ჩაერთო თურქეთი, თუმცა, იტალიამ განაცხადი მხოლოდ 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მზაობაზე გააკეთა. თუმცა, დღეს, უეფა-ში ამ ორი ქვეყნის ერთიანი განცხადება შევიდა. შესაბამისად, უეფა-მ უკვე დაიწყო ამ ორი ქვეყნის ფედერაციასთან აქტიური მუშაობა, რათა, დოკუმენტაცია, რომელიც ამ ორ ქვეყანაში ერთობლივი ჩემპიონატის გასამართად არის საჭირო, წესრიგში იყოს.


აღსანიშნავია, რომ 2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლების შესახებ უეფა, ოფიციალურად 2023 წლის 10 ოქტომბერს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოაცხადებს. ადგილები და მატჩების განრიგი კიდევ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე უეფა იმედოვნებს, რომ იტალიისა და თურქეთის ერთობლივი განაცხადი წუნის გარეშე იქნება და შესაბამისად აღმასკომიც, მას სწორედ, დათქმულ დრომდე განიხილავს.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2028 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ერთობლივი განაცხადი ინგლისმა, ჩრდილოეთ ირლანდიამ, ირლანდიამ, შოტლანდიამ და უელსმა გააკეთეს.


მასალა მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით