დღევანდელი დღე, ქართული გუნდებისთვის და ქართველი ფეხბურთელებისთვის, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე მრავალმხრივი გამოდგა. წარუმატებელი ქართული კლუბებისთვის და მეტ-ნაკლებად წარმატებული ქართველი ფეხბურთელებისთვის, მაგალითად, ლუკა გადრანისთვის, რომლის „აქტობემაც" დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელია არენაზე, მისივე ყოფილი კლუბი, ქუთაისის „ტორპედო" შეიძლება ითქვას გაანადგურა. თან ისე, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისელთაგან, გიორგი არაბიძე, არც კი გაანძრია. სხვათა შორის, გადრანი ტრავმის გამო, მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. რაც შეეხება არაბიძეს, გიორგიმ ერთადერთმა მოახერხა მასპინძელთაგან გოლის გატანა 89-ე წუთზე. ქუთაისში, სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა კი, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა, პირველი რომელშიც მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ, სტუმრებმა კი, ორი გოლი გაიტანეს 34-ე და 43-ე წუთებზე. აი, მეორეში, ტორპედოელები ცოტა გააქტიურდნენ თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო, დაცვაში დაშვებული გაუმართლებელი შეცდომების გამო კიდევ გაუშვა გოლები, ერთი 73-ე წუთზე და ბოლო, მეოთხე, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე. სხვათა შორის, ბელგიელმა მსაჯებმა და რამდენიმე, ჩვენის აზრით დაშვებულმა შეცდომამ, მაგალითად ქუთაისელთა კარში დანიშნულმა 11-მეტრიანმა, თამაში სხვა კალაპოტით წაიყვანა. შეხვედრაში ბევრი იყო კინკლაობა, შელაპარაკება და შესაბამისად იყო, ბევრი ყვითელი ბარათიც. ასეა თუ ისე, „ტორპედო" საშინაო შეხვედრა 1-4 (მატჩის სტატისტიკა) წააგო და ახლა, საპასუხო მატჩის წინ, რომელიც ყაზახეთში აქვს ჩასატარებელი, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგას.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამარცხდა პოლონურ ტიხში, გორის „დილა", რომელიც გასვლით მატჩში, უკრაინულ „ვორსკლას" დაუპირისპირდა. შეხვედრა, გორელთა უპირატესობით ჩატარდა, თუმცა, პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, ქართული კლუბის უკრაინელმა მიკოლა კოვტალიუკმა, ანგარიში გახსნა. როგორც ჩანს, გორელებმა საქმე გაკეთებულად ჩათვალეს და დარჩენილი დროის მანძილზე ანდრეი დემჩენკოს გუნდმა დაცვაში გადაწყვიტა თამაში, საკუთარ ნახევარზე „ჩაჯდა" და უკრაინელებს „დილას" ნახევარზე სათამაშოდ ხელები გაუხსნა. „ვორსკლამაც" ზეწოლა გააძლიერა და შედეგად სრულიად უწყინარ სიტუაციაში ჯერ 73-ე წუთზე გაუშვა გოლი, მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე წამებით ადრე კი, კიდევ ერთი გოლი გაუშვა. „დილა" 2-1 (მატჩის სტატისტიკა) დამარცხდა. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შანსი შეინარჩუნა. მით უმეტეს, რომ გორში, თენგიზ ბურჯანაძედან ტრადიციულად, გუნდების ქულის წაღება ძალიან უჭირთ ხოლმე.
ტიხში, ქართული კლუბის საქომაგოდ, გიორგი მერებაშვილი იყო მისული.
დღესვე, ერევანში, 0-1 დამარცხდა ქართველების „ალაშკერტი". შეხვედრაში დავით ხურციძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ლევან კუტალია კი, მინდორზე მე-60 წუთზე შევიდა.
„ბაზელის" რიგებში გადაბარგებული გაბრიელ სიგუა, ჯერ-ჯერობით ახალ კლუბს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარება. ამასობაში, მისმა კლუბმა 9 კაცით დაასრულა შეხვედრა და საშინაო შეხვედრა 1-3 წააგო.
გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით მოიგო კვიპროსის „აპოელმა" საშინაო შეხვედრა სერბულ „ვოევოდინასთან". ქართველების გუნდმა 2-1 გაიმარჯვა, წყვილის მოგების შემთხვევაში კი, ისინი, 3 აგვისტოს, გორში ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
პონზანის „ლეხმა" შინ 3-1 დაამარცხა კაუნასის "ჟალგირისი". ამ შეხვედრაში არ უთამაშია, ნიკა კვეკვერკირს, რომელიც სამწუხაროდ, ტრავმირებულია.
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 3 აგვისტოს გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება „დინამო თბილისისა" და „ჰამრუნის" საპასუხო შეხვედრაც.