ქართველი და ქართული გუნდების თამაშებზე დანიშნული მსაჯები უეფა-ს კონფერენს ლიგაზე
ქართველი და ქართული გუნდების თამაშებზე დანიშნული მსაჯები უეფა-ს კონფერენს ლიგაზე
26.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი მსაჯები ევროტურნირის მორიგი მატჩისთვის ემზადებიან. 27 ივლისს, ორი ბრიგადა უნგრეთსა და ბელგიაში უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებს მოემსახურებიან.

კეჩკემეტში, შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და უნგრული „კეჩკემეტი",  ლატვიურ „რიგას" უმასპინძლებს, ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი იქნება.


გოგა კიკაჩეიშვილი იმსაჯებს  ბრიუგეში, ბელგიური „ბრიუგესა" და დანიური „ორჰუსის" შეხვედრაში, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. კიკაჩეიშვილს დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან. ამ შეხვედრაში მეოთხე მსაჯი ირაკლი ხერხაძე იქნება.

 


და ვინაიდან, მსაჯებზე ვსაუბრობთ, აქვე ვთქვათ, რომ ქუთაისში, „რამაზ შენგელიას არენაზე" „ტორპედოსა" და „აქტობეს' შეხვედრაზე, უეფა-მ ბელგიელები დანიშნა - ჯონათან ლარდოთის ხელმძღვანელობით, რომელსაც ფლორიან ლემაირი და ქვენტინ ბლაისე დაეხმარეიან. მეოთხე მსაჯი ბერტ პუტი არის.


ქუთაისის მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში, 21:30 წუთზე აირებს სტარტს შეხვედრა პოლონეთში, სადაც, უკრაინული „ვორსკლა" გორის „დილას" უმასპინძლებს. ამ შეხვედრას, ბულგარელები იმსაჯებენ ნიკოლა პოპოვის ხელმძღვანელობით, რომელსაც გეორგი ტოდოროვი, მარინ ვენევი და ივაილო სტოიანოვი დაეხმარებიან.