სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
25.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონია. იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი მოფარიკავე ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცს დაუპირისპირდა. ანგარიში, ამერიკელმა წაიყვანა და საბოლოოდ 15-6 გაიმარჯვა.  მიუხედავად, ამ შედეგისა, სანდროს ვერცხლი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან, პირველად, დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში, ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა.

ფინალისკენ გზად, სანდრომ, ნახევარფინალში საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში ეგვიპტელი ზიად ელსისი 15-14 დაამარცხა. მანამდე კი, გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანის, ამერიკელ მიჩელ სერონისა და იაპონელ კენტო იოშიდას აჯობა.


შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 303.00 ქულით, ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგის ლიდერია და ამერიკელ ელი დერშვიცს, რომელიც მეორეა რეიტინგში 130.00 ქულითაც უსწრებს. 2022-2023 წლების სეზონიდან მოყოლებული ქართველმა, ე.წ. ძირითად ტურნირებზე - (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი,  10 ფინალში იასპარეზა და საერთო ჯამში, კვარცხლბეკზე 14-ჯერ იდგა.



ფოტო: © საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია