პირველი მედლები მარიბორიდან
პირველი მედლები მარიბორიდან
25.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მარიბორში მიმდინარე ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დღევანდელი საასპარეზო დღე წარმატებული გამოდგა ქართული გუნდისთვის. ქართველმა ჯუდოკებმა, ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიგეს.

-50 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული შოთა ბაჩოშვილი გახდა. საგარეჯოელმა სპორტსმენმა ფინალში, იპონით სძლია ბელგიელ  მეტოქეს.


ოქროს მედალი მოიგო -55 კგ წონით კატეგორიაში მერაბ სამადაშვილიმაც. ფინალური დაპირისპირება თელაველმაც იპონოთ მოიგო. მან იტალიის წარმომადგენელს სძლია.


საერთო ჯამში, დღევანდელ საასპარეზო დღეს, ქართული გუნდის წარმომადგენლებმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 6 სახეობაში სცადეს ძალები.



სეოკ-ის ფოტოები