2023/24 წლების საქართველოს კაცთა ლიგები ერთი მეორეს მიყოლებით, სექტემბრის პირველ სამ კვირაში იწყება.
დიდი 10-ის მომავალ სეზონში 7 ქალაქის 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: რუსთავის 'ხარები', ბათუმის 'ბათუმი', თბილისის 'ლელო-სარასენსი', 'ხვამლი' და 'აკადემია', ქუთაისის 'აია' და 'არესი', ბოლნისის 'ყოჩები', სტეფანწმინდის 'ყაზბეგი' და ოზურგეთის 'არწივები'.
პირველი ტურის თამაშები 8-10 სექტემბერს გაიმართება. დიდი 10-ის დებიუტანტი 'არწივები' ქვეყნის ჩემპიონ 'ხარებს' მასპინძლობს; 'აკადემია' 'ბათუმს' მიიღებს; 'დედაქალაქურ დერბიში ხვამლი' 'ლელოს' ეთამაშება; 'ყაზბეგი' 'აიას' დაუხვდება; 'არესი' კი 'ყოჩებს' ერკინება.
მანამდე, 26-27 აგვისტოს იწყება დუბლშემადგენლობების პირველობა, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველ ტურში ისინი ასე დაწყვილდნენ: აია - ლელო; არესი - ხვამლი; ყოჩები - ბათუმი.