ქართველი ოლიმპიელები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობას შეუდგნენ
ქართველი ოლიმპიელები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობას შეუდგნენ
24.07.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ქართველი ოლიმპიელები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობას მეორე საშეჯიბრო დღეს შეუდგნენ. თავდაპირველად სარბიელზე ჩოგბურთელები გავიდნენ, შემდეგ - მოცურავეები.

კორტზე პირველი გავიდა და პირველ წრეში სომეხ მეტოქესთან ორ სეტში 7-5, 6-1 წარმატებას მიაღწია ელენე ხუბუამ. სამწუხაროდ ხორვატ თანატოლთან 0-2, 0-6 დამარცხდა ნიტა სხილაძე. ერთეულთა პირველი წრიდანვე გამოეთიშა შეჯიბრს გიორგი ღვარძელაშვილი, რომელმაც ლატვიელ მოწინააღმდეგესთან 2-6, 1-6 დამარცხდა. ხორვატ მეტოქესთან ასევე ორ სეტში 1-6. 0-6 დამარცხდა კონსტანტინე შარვაშიძეც.


ჩვენი გოგონებისთვის წარუმატებელი გამოდგა წყვილებში გამოსვლა - ხუბუა/სხილაძის წყვილი ესტონელებთან 3-6, 1-6 ასპარეზობით დაემშვიდობნენ ოლიმპიურ ფესტივალს.


ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას ღვარძელაშვილი/შარვაშიძის წყვილიც, რომელიც ფინეთის წარმომადგენლებთან ორ სეტში 4-6, 4-6 დამარცხდა.


მოცურავეთაგან ბატერფლაით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა ანა ნიჟარაძემ, მაგრამ ნახევარფინალში ნაჩვენები შედეგი (2.21,99) ფინალისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


200 მეტრზე ბრასში ნახევარფინალს მიღმა დარჩა სანდრო ქვილორია.