საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2023 წლის გათამაშების ყველა 1/8 ფინალისტის ვინაობა ცნობილია, ისევე როგორც ის, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 29-31 ივლისს გასამართ მერვედფინალურ ეტაპზე.
დღეს, 1/16 ფინალის დარჩენილი 6 თამაში გაიმართა.
„გურია" - „საბურთალო" 0 - 4
„ბეთლემი" - „გონიო" 1 - 0
„შუქურა 2" - „მეშახტე" 1 - 2
„გარეჯი" - „მერანი" თბილისი 4 - 1
„სიონი" - „სამტრედია" 4 - 1
„ვიტ ჯორჯია 2" - „კოლხეთი" ხობი 0 - 4
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს თასის 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს თბილისის „ლოკომოტივმა", „სპაერმა", „კოლხეთი 1913"-მა, „სამგურალმა", „ირაომ" და „თელავმა". ერთ კვირაში გასამართ ეტაპზე, 1/16 ფინალში გამარჯვებულ გუნდებს შეუერთდებიან ეროვნული ლიგის ის ოთხი კლუბი („დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო", გორის „დილა" და ქუთაისის „ტორპედო"), რომლებმაც ივლისში, უეფა-ს ევროტურნირებზე აიღეს სტარტი.
შაბათი, 29 ივლისი
16:30 / „კოლხეთი" ხობი - „სამგურალი"
16:30 / „ბეთლემი" - „კოლხეთი 1913"
16:30 / „ირაო" - „მეშახტე"
18:30 / „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი"
კვირა, 30 ივლისი
16:30 / „სიონი" - „დინამო" ბათუმი
16:30 / „სპაერი" - „ტორპედო"
20:00 / „თელავი" - „საბურთალო"
ორშაბათი, 31 ივლისი
16:30 / „გარეჯი" - „დილა"
სკ "სიონის" ფოტო / (c) სალომე ბალახაშვილი