ბრძოლა ბრინჯაოსთვის და MVP ტიტულისთვის - ერთი გუნდზეა დამოკიდებული, მეორე გულშემატკივრის აქტიურობაზე
ბრძოლა ბრინჯაოსთვის და MVP ტიტულისთვის - ერთი გუნდზეა დამოკიდებული, მეორე გულშემატკივრის აქტიურობაზე
23.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის C დივიზიონში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს. აღნიშნული დივიზიონის MVP ტიტულისთვის კი, ჩვენი გუნდის წევრი სალომე სვანი იბრძვის. იმისთვის, რომ სალომემ გაიმარჯვოს, საჭიროა ჩვენს მიერ მითითებულ ბმულზე გადასვლა და სალომესათვის ხმის მიცემა (იხილეთ ბმული).



რაც შეეხება ნაკრების გამოსვლას ანდორაში მიმდინარე 16-წლამდეთა ჩემპიონატზე. ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონში ასპარეზობს, გათამაშების 1/2 ფინალში ახლოს იყო გამარჯვებასთან. თუმცა, ჩვენი გუნდის მეტოქემ, აზერბაიჯანის ნაკრებმა ბოლო წუთზე 4 1ულის ჩაგდება მოახერხა და ჩვენებს, 2 ქულით გადაასწრო. გაიმარჯვა 74-72  და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.




შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებიდან, ტრადიციულად, საუკეთესო შედეგი სალომე სვანმა დააფიქსირა, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ლიზი აბრამიშვილმა 15 ქულა მიითვალა.


1/2 ფინალამდე, საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის 3 შეხვედრიდან, 2 მოიგო, სომხეთისა და გიბრალტარის ნაკრებებთან. ამასთან, გიბრალტარი ქულების რეკორდული რაოდენობით დაამარცხა. მარცხით კი, ჩვენები, მალტასთან წააგო, შესაბამისა, ჩვენებს, ბრინჯაოსთვის მატჩში, რევანშის აღების კარგი შესაძლებლობა აქვთ.




ფოტო: © FIBA