IOC-ის პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები მზად არიან ცხელი ამინდებისთვის
22.07.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე ცხელი ამინდების შემთხვევაში ზომებს მიიღებენ.
"ამ საკითხთან დაკავშირებით კავშირზე ვართ საორგანიზაციო კომიტეტთან. სიცხეში ასპარეზობების უსაფრთხოდ ჩატარებას წარმატებით ვუმკლავდებოდით ტოკიოში. რა თქმა უნდა, ცხელი ამინდების შემთხვევაში შესაბამის ზომებს პარიზშიც მივიღებთ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ შესაბამის სამსახურებს ვთხოვეთ შეეფასებინათ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენს შეჯიბრებებზე კლიმატმა,"- განაცხადა თომას ბახმა.