დღეს, დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშება განახლდა
დღეს, დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშება განახლდა
22.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2023 წლის გათამაშება განახლდა და 1/16 ფინალის 6 შეხვედრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზე მთავარი ტროფეისთვის საბრძოლველ გზაზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატა.

1/16 ფინალური თამაშები ორ დღეზეა გადანაწილებული. დღეს, 6 შეხვედრა გაიმართა და შესაბამისა, ექვსი 1/8 ფინალისტი გამოვლინდა. გათამაშების ამ ეტაპიდან, ელიგის წარმომადგენელი „შუქუარა" გათამაშებას დამატებით დროში თბილისის „ლოკომოტივმა" გამოთიშა.


„მაჭახელა" - „კოლხეთი 1913" 1-7

„ვიტ ჯორჯია"  - „თელავი" 2-2 (4-5 პენალტები)

„ირაო" - „მერანი" მარტვილი 4-0

„სამგურალი" - „გაგრა"  3-0

„ბახმარო" - „სპაერი"  0-3

„ლოკომოტივი"  - „შუქურა" 3-0 დამატებითი დრო


ხვალინდელი დღე კიდევ ექვს 1/8 ფინალისტს გამოავლენს. უკვე 29 ივლისს კი, მათ ელიგის ის ოთხი („დინამო თბილისი", ბათუმის „დინამო:, გორის „დილა" და ქუთაისის „ტორპედო") წარმომადგენელი დაემატება, რომლებიც უეფა-ს ევროტურნირებში ასპარეზობენ და გათამაშების მომდევნო 1/4 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.


უკვე ცნობილია, რომ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული კლუბებიდან, დ. ყიფიანის თასის გათამაშებაში, „ლოკომოტივი", „დინამო თბილისს" მიიღებს და შეხვედრა, მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარდება.


სკ "ლოკომოტივის" ფოტო