ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ტრევიზოში აგრძელებს
ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ტრევიზოში აგრძელებს
22.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მეორე დღეა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იტალიაში აგრძელებს. ზუროსის გუნდი ქალაქ ტრევიზოში, გუშინ 15 კალათბურთელის შემადგენლობით ჩავიდა. გუნდმა, გუშინ მსუბუქად,  დღეს კი, არასრული შემადგენლობით, ვინაიდან უახლოეს დღეებში გუნდს კიდევ 3 კალათბურთელი შეუერთდება, კიდევ ერთხელ ივარჯიშა. 

იტალიაში უკვე იმყოფებიან: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია, ბექა ბექაური, გიორგი ტურძილაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე. დღევანდელი დღის ბოლომდე გუნდს გოგა ბითაძე და თად მაკფადენი, ხვალ კი, თორნიკე შენგელიაც შეუერთდება.


როგორც კალათბურთის ფედერაციის გვერდი იტყობინება, „ტრევიზოში სავარჯიშოდ იდეალური პირობებია. სასტუმროდან 5 წუთის სავალზე მდებარე სპორტულ კომპლექს LaGhirada-ში სავარჯიშოდ მყუდრო და კომფორტული საკალათბურთო დარბაზია, სადაც ჩვენი ნაკრები 8 დღის განმავლობაში ივარჯიშებს და 29 ივლისს, ამავე დარბაზში იტალიაში შეკრებაზე მყოფ ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა დახურული სახის იქნება.".







კალათბურთის ფედერაციის ფოტოები