იმედებით და გამარჯვების სურვილით ქართველი ახალგაზრდა ოლიმპიელები მარიბორში მიემგზავრებიან
იმედებით და გამარჯვების სურვილით ქართველი ახალგაზრდა ოლიმპიელები მარიბორში მიემგზავრებიან
21.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2023 წლის 23-29 ივლისის ჩათვლით, სლოვენიაში, მარიბორში, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, ქართული გუნდი ორ ნაწილად, 22 ივლისს გაემგზავრება სლოვენიაში, საერთო ჯამში 31 სპორტსმენის შემადგენლობით, რომლებიც სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) სცდიან ძალებს.

საქართველოს სახელით ცურვაში ანა ნიჟარაძე, სანდრო ქვილორია, ზურაბ კობახიძის მეთვალყურეობით იასპარეზებენ.


ველოსპორტი (საგზატკეცილო) ავთანდილ მიკუჩაძისა და გიორგი დემურაძის ხელმძრვანელობით, რუსლან ბაბილოძე,  გიორგი გაბრიჭიძე, არჩილ უნდილაშვილი შეეცდებიან მედლების მოპოვებას. ომარ ფხაკაძის გაწვრთნილი გიორგი სულხანიშვილი კი, ველოსპორტის კიდევ ერთ სახეობაში, სამთო-ველოსპორტის სტარტზე გამოვა.


გაგა დოლიძის ხელმძღვანელობით გამოვლენ კორტებზე ქართველი ჩოგბურთელები ელენე ხუბუა, ნიტა სხილაძე, გიორგი ღვარძელაშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე. მწვრთნელი


ვლადიმერ ბოჟაძის გაწვრთნილი პეტრე ბუნტური იასპარეზებს სკეიტბორდში.


ორი ათლეტით გამოვა ქართული გუნდი მძლეოსნობაში. ბადროს ტყორცნაში ვაჟა მარტყოფლიშვილი, უროს ტყორცნაში კი, ნოდარ კახელიშვილი იასპარეზებენ. მძლეოსნებს,  ლერი ჩიტაიშვილი წვრთნის.


სპორტული ტანვარჯიში ქართული გუნდი  დაჩი დოლიძის, თინათინ ტყემალაძისა და თეიმურაზ ქოიავას შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილები, მათ ილია ვაშაკიძე უხელმძღვანელებს.


ძიუდო, სლოვენიაში ქართულ გუნდს, ყველაზე წარმომადგენლობითი ეყოლება. ბიჭები ძალებს 8 წონით კატეგორიაში, გოგონები კი, 4 წონაში იასპარეზებენ.


-50 კგ შოთა ბაჩოშვილი

-55 კგ მერაბ სამადაშვილი

-60 კგ თორნიკე გიგაური

-66 კგ მათე გველესიანი

-73 კგ ირაკლი ქავთარაშვილი

-81 კგ გიორგი ბენდელიანი

-90 კგ საბა გველესაინი

+90 კგ შოთიკო გოჩიაშვილი

-48 კგ თამარ გიგოლაევი

-63 კგნონა დოლიაშვილი

-70 კგ ლიზი ქვარცხავა

+70 კგ ნინო პაპიძე


ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები არიან გიორგი ყიზილაშვილი, ალექსი ღვინიაშვილი, გიორგი გვიჩიანი.


კალათბურთი 3 X 3  გრიგოლ გურგენიძის ხელმძღვანელობით იასპარეზებს, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში კი, ნიკოლოზ გურგენიძე, ირაკლი ახალაია, ანდრია მნდინარაძე და  ნიკოლოზ კვანტალაინი  არიან.


დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე  ქართული დელეგაციის გაცილების ცერემონია  გაიმართა. სპორტსმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც აღნიშნული დელეგაციის ხელმძღვანელიც იქნება სლოვენიაში, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დავით გობეჯიშვილმა.


ტრადიციულად გაიმართა ფიცის დადების ოფიციალური ნაწილიც. ამჯერად, ქართული გუნდის სახელით, ფიცი, კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ დადო.


სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა ჩოგბურთელი ელენე ხუბუა. ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები კი, ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე და ძიუდოისტი საბა გველესიანი იქნებიან.



სეოკ-ის ფოტო