2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამდე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო დაპირისპირებებს, თბილისის საერთაშორისო თასსზე, ირანის, იორდანიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება. თბილისის საერთაშორისო თასის თამაშები 12-13 აგვისტოს, „თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება ხოლო ბილეთების გაყიდვა ხვალ, 21 ივლისს tkt.ge-ზე დაიწყება!
გულშემატკივრისთვის შესაძლებელი იქნება „სათამაშო დღის" ბილეთების შეძენა რომელიც როგორც საქართველოს ნაკრების ასევე სტუმარი გუნდების თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას იძლევა.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 35 ლარამდე.
მე-2 იარუსი - 15, 20 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი -30 და 35 ლარიანი ბილეთები.
მაყურებელთა საყურადღებოდ:
პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე" შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.ლ8
*ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #პირველადმსოფლიოზე #WinForGeorgia
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი - www.1tv.ge