3x3Geotour2023-ის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი გუნდი Groot გახდა
3x3Geotour2023-ის გამარჯვებული და საქართველოს ჩემპიონი გუნდი Groot გახდა
20.07.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს ჩემპიონი 3×3 კალათბურთში ლისის ტბაზე გამოვლინდა. Geotour2023-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Groot, რომლის შემადგენლობაშიც საბა გეგუჩაძე, ლუკა გიორგაძე, მიქაელ უგრეხელიძე და ირაკლი გლუნჩაძე თამაშობდნენ. ამ შემადგენლობამ ფინალურ მატჩში 19-13 დაამარცხა "ორი ნაბიჯი", რომლის ღირსებასაც ცოტნე ცარციძე, საბა შარვაშიძე და დავით ადიკაშვილი იცავდნენ. 

გამარჯვებულმა გუნდმა საპრიზო 3000 ლარი და მსოფლიო ტურის საგზური მოიგო, რომელიც 11-12 აგვისტოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ფინალში დამარცხებულმა "ორი ნაბიჯის" წევრებმა საპრიზო ფონდიდან 1500-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ნახევარფინალში მომავალმა ჩემპიონმა Groot-მა "ბებერი არწივი" 22-20 დაამარცხა, ხოლო "ორმა ნაბიჯმა" "მუხბეს" 20-18 სძლია.


ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლუკა გიორგაძე, ხოლო ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული საბა ნერგაძე. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.


შეგახსენებთ, რომ Geptour2023-ის ფარგლებში გაიმართა შესარჩევი ტურები 4 ქალაქში - თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში გაიმართა.დედაქალაქიდან ფინალური ეტაპის საგზური 9 საუკეთესომ მიიღო, ხოლო ბათუმიდან, თელავსა და რუსთავისგან - თითო-თითომ.