ქართული კლუბები დღეს კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთვნენ
ქართული კლუბები დღეს კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთვნენ
14.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

13 ივლისს, სამი ქართული კლუბი უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში ჩაერთო.  ამ დღეს, „სახლში", „ტორპედომ" ითამაშა.

ქუთაისში,  რამაზ შენგელიას არენაზე „ტორპედოსა" და „სარაევოს" შორის საფეხბურთო დაპირისპირებამდე ბევრად ადრე, ქუთაისში, სტუმარი გუნდის ფანები, ადგილობრივ პოლიციას დაუპირისპირდნენ. შედეგად, ისინი სტადიონზე არ დაუშვეს. მომხდარის შესახებ, თამაშის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება „სარაევოს" მთავარმა მწვრთნელმა მირზა ვარეშანოვიჩმა.


შეხვედრა ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს, პირველ ტაიმად, სადაც მიუხედავად იმისა, რომ გასახდელში გოლი სწორედ სტუმრებმა წაიყოლეს, მათ მეტოქის დაჯაბნა მოახერხეს. უბრალოდ, ამ მონაკვეთში იღბალი „ტორპედოს" მხარეს იყო, რამეთუ ბურთი ორჯერ, ძელს მოხვდა. გოლი კი, 44-წ წუთზე ნიკა სანდოხაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზევე, გუნდებმა გოლები 7-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს. თავდაპირველად, 47-ე წუთზე ოლივეირამ გაათანაბრა ანგარიში, 48-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძემ კვლავ მოახერხა „ტორპედო" დაეწინაურებინა, 52-ე წუთზე კი, ვარესანოვიჩმა, კვლავ გაათანაბრა ანგარიში. შეხვედრა ფრედ, 2-2 (მატჩის სტატისტიკა) დასრულდა და ახლა გამარჯვებული ბოსია და ჰერცოგოვინაში გაირკვევა.


ფრედ, 1-1 (მატჩის სტატისტიკა) ითამაშა ბათუმის „დინამომ" გასვლითი შეხვედრა ალბანეთში, „ტირანასთან". ანგარიში 66-ე წუთზე ფლამარიონმა გახსნა და ბათუმელებს, კარგი შანსი ჰქონდათ, საპასუხო მატჩის წინ 7 დღე თავი მშვიდად ეგრძნოთ. თუმცა, ალბანელებმა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე, ლუშკიას დარტყმის შემდეგ, მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საპასუხო მატჩისთვის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაიტოვეს. თუმცა, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე", იმედია სავსე სტადიონის წინ, წესით, „ტირანას" მოგება უნდა გაუჭირდეს.


შედარებით რთული, თუმცა, არა შეუსრულებელი ამოცანა დგას გორის „დილას" წინაშე, რომელმაც დღეს, ევროტურნირების სასტარტო მატჩი 2-1 (მატჩის სტატისტიკა) წააგო „დუნაისკა სტრედასთან". ამ შეხვედრაში სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მასპინძლებმა, ორი ბურთის გატანა 3-წუთიან მონაკვეთში მოახერხეს. თავდაპირველად 33-ე წუთზე, კუჩერენკოს კარი ტრუსამ აიღო, 36-ე წუთზე კი, რამადანმა მეორე გოლი გაიტანა. გორელებს „გონზე" მოსასვლელად 7 წუთი დასჭირდათ და პირველი ტაიმის მიწურულს, ანგარიშის შემცირებაც მოახერხეს. გოლი, 43-წ წუთზე „დილაში" დაბრუნებულმა მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა. თუმცა, გორელებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს და „საქმე" საპასუხო მატჩისთვის გადასდეს, რომელიც 7 დღეში გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართება.



ფოტო: © Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images