ქართველი მსაჯები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მოემსახურენ
13.07.2023
ავტორი: TSFF.GE
12 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურენ. ფინური HJK-ს და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონის, „ლარნეს" შეხვედრაში მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე უწევდნენ. ამავე შეხვედრაზე, მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იყო.
შეხვედრა, რომელიც ფინეთში, ჰელსინკის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ამასთან, HJK-მა, შეხვედრის დებიუტშივე გაიტანა გოლი 11-მეტრიანით. კიკაჩეიშვილის კი შეხვედრის მანძილზე, 5 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, აქედან მხოლოდ ერთი უჩვენა მასპინძელი გუნდის ფეხბურთელს.