საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
11.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. სადებიუტო მატჩში ჩვენმა გოგონებმა ტურნირის ერთ-ერთი თანამასპინძელი ქვეყანა სერბეთი დაამარცხეს 3-2. სეტების მიხედვით თუ მივყვებით თამაშს, მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო. პირველ სეტში ქართველმა გოგონებმა გაიმარჯვებს 25-16. უკვე მომდევნოში, სერბებმა 18-25 მოიგეს. სერბები, უკეთესად გამოიყურებოდნენ მესამე სეტშიც, რომელშიც უფრო დამაჯერებლად 14-25 გაიმარჯვეს, თუმცა, ქართველმა გოგონებმა მეოთხე, სეტში ბოლომდე იბრძოლეს და 25-21 იმარჯვეს. სეტების მიხედვით, ანგარიში გათანაბრდა 2-2 და ამ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენადაც, მე-5 სეტი გახდა აუცილებელი.

აქ, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. თუმცა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ჩვენი გუნდი კი, ნელ-ნელა ზრდიდა უპირატესობას. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც უკრაინელი იური მელნიჩუკი წვრთნის, სეტი 15-9 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის სტარტზე, მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა.



საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 18-18 ქულით მაგდა კობაიძე და მელანია კაციტაძე იყვნენ. 17  ქულა მარიამ მუშკუდიანის ანგარიშზეა.


მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე


მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 14:00 სააზე გამართავს და ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


13 ივლისს, 22:00 საქართველო - იტალია

15 ივლისს, 22:00 პოლონეთი - საქართველო


ფრენბურთში, ქალთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. 11-დან 19 ივლისის ჩათვლით სერბულ ვრნიაჩოი ბანე-ში და უნგრეთის ბეკეშჩაბეში გუნდები თავდაპირველად ჯგუფური ეტაპის საუკეთესოებს გამოავლენენ. ფინალური ეტაპზე კი, სადაც გუნდები ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ, სერბეთში გაიმართება.




ფოტო: © CEV