3x3Geotour2023-ის მორიგი ტური ბათუმში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 3×3 კალათბურთში საქართველო ჩემპიონატი თბილისური ტურით 17 ივნისს გაიხსნა, საიდანაც 9 საუკეთესო გუნდმა 15 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ბათუმის ტურიდან ფინალური ეტაპის 1 საგზური თამაშდებოდა, რომელიც გუნდ "მეათეს" ერგო ნიკოლოზ სოსელიას, თემურ ხითარიშვილის, თემურ კვიცარიძისა და ოთარ გაბეხაძის შემადგენლობით.
"მეათემ" ფინალში გუნდი Finishers 17-12 დაამარცხა და ბათუმის ტურის გამარჯვებულის პრიზთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურიც მიიღო. მთლიანობაში კი ბათუმურ ტურნირში 9 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 9 ჯგუფში განაწილდა. ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდა. პირველ ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა. მომავალმა ჩემპიონმა იოლად, 21-8 დაამარცხა Friendlymix, ხოლო Finishers-მა 17-11 სძლია HoHoHo-ს.
უკვე გამოვლენილია ფინალური ეტაპის 10 საუკეთესო, რომლებსაც მომდევნო შესარჩევი ტურების (თელავის და რუსთავის) გამარჯვებულები დაემატებიან. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდამჭერი - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.