ხვალ ბათუმში ესპანელებს 17 და 19 წლამდეთა მოგებული ევროების გასამება უნდათ
ხვალ ბათუმში ესპანელებს 17 და 19 წლამდეთა მოგებული ევროების გასამება უნდათ
07.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ანტონიო ბლანკოს, სერხიო გომესის, ხუან მირანდას, აბელ რუისისა და ესპანელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სანტი დენიასათვის  ევროპის ჩემპიონატის მოგება არ არის უცხო ხილი. მათ  17 და 19-წლამდეთა შორის ამ ტიტულის მოგება მოახერხეს და, ახლა 21-წლამდეთა შორისაც ფიქრობენ, გამარჯვებას. ამასთან 17-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა, სწორედ ინგლისს მოუგო. ეს თემა კი, დღეს პრეს-კონფერენციაზე მყოფმა ჟურნალისტებმა ესპანელებს კიდევ ერთხელ შეახსენე.


„1/2 ფინალში ასეთი ანგარიშით გამარჯვება, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ჩვენ გვგქონდა მაგარი, ძალიან მაგარი თამაში, ამ ჩემპიონატზე. ვულოცავ ყველას, რადგან კარგად ვიასპარეზეთ.  ეს იყო 11 საწყისი წუთებიდან, რომელსაც მერე 5 შემოუერთდა. ყველამ დიდი საქმე გავაკეთეთ.


ახლა ჩვენ ფინალი გვაქვს სათამაშო და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ აღდგენა და ძლიერ ინგლისთან რთული თამაში. ჩვენ ინგლისის თამაშების დიდ ნაწილს ვუყურეთ. ვიცით, რომ კარგი გუნდია და ტურნირზე ფავორიტის სტატუსით არის ჩამოსული. ტურნირზე კარგად გამოდიან და ფინალშიც ამიტომ არიან. მართლა კარგია, რომ ინგლისს ვხდებით, რადგან ევრო-ზე ჩვენი პირველი ფინალი, სწორედ ინგლისთან იყო. ახლა, ისევ მათ ვხდებით. შეგვიძლია გავიმეოროთ ის, 2017 წლის ფინალი, რომელიც მოვიგეთ. თუმცა, ამისთვის უნდა ვითამაშოთ მაგარი 90 წუთი, რადგან ინგლისს დიდებული გუნდი ჰყავს", - ამბობს აბელ რუისი, ესპანეთის ნაკრების მოთამაშე, რომელიც დღეს, ბათუმი არენაზე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხობდა.


შეცვლიან თუ არა შემადგენლობას ესპანელები უკრაინის თამაშის შემდეგ, რომელიც ცუდად დაიწყეს, თუმცა 5-1 მოიგეს. ამის თაობაზე ესპანელები დღეს, არ საუბრობდნენ. მხოლოდ იმას იძახდნენ, რომ მოედანზე თამაშს დაიწყებს ის, ვინც სათანადოდ მოახერხებს აღდგენას და თამაშისთვის 100 %-ით მზად იქნება.


მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ესპანელებმა ხაზის გაუსვეს, რომ ხვალ მათ, კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, შეცდომების გარეშე და რაც არ უნდა მოხდეს, იყვნენ ერთმანეთის გვერდში.


და ბოლოს გეტყვით, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში, ესპანეთი და ინგლისი სხვადასხვა წლებში ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და 3 მატჩი ინგლისს აქვს მოგებული, 1 ფრედ არის დასრულებული. რა იქნება მე-5 დაპირისპირებაში ამას, ხვალ, ბათუმში, საღამოს 20:00 საათიდან გავიგებთ.