ბათუმურ ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებს
ბათუმურ ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებს
06.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

8 ივლისს ბათუმში, უეფა-ს 21-წლამდეთა ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. თავდაპირველად ფინალის საგზური ინგლისის ნაკრებმა  მოიგო. ამბიციური გაი ლუზონის „სიზმარიც", მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, პენალტების სერიაში მოიგო ბათუმში დასრულდა.

ისრაელისა და ინგლისის ნაკრებების დაწინაურებაში, ინგლისელებმა შეიძლება ითქვას, მალევე, 17 წუთზე  შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა, მორგან გიბს-ვაითმა 11-მეტრიანი გააფუჭა. ვინც, ახალგაზრდულ ჩემპიონატს თვალს ადევნებს ემახსოვრებათ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანელების გამოუყენებელი 11-მეტრიანები. შესაბამისად, დღესაც მოლოდინი გაჩნდა, რომ იგივე განმეორდებოდა. თუმცა, შეხვედრაში, რომელშიც ინგლისის უპირატესობა აშკარა იყო, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე გაიხსნა. გოლი თავურით, გიბს-ვაითმა გაიტანა. თამაშში უპირატესობა, ინგლისელებმა 63-ე  წუთზე, კიდევ ერთი გოლით გაამყარეს. ამჯერად, პალმერმა გაიტანა და ამ გუნდებს შორის, მიმდინარე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩის შედეგი, დააფიქსირა. მატჩის მიწურულს გაის ბიჭები ცოტას აფაფხურდნენ, თუმცა, ინგლისელთა კარის მიმართულებით დარტყმამდე საქმე არ მისულა. თუმცა, გოლი ამ შეხვედრაში კიდევ ერთი გავიდა და კვლავ ისრაელის კარში, მატჩში, წერტილი 90-ე წუთზე არჩერმა დასვა, 0-3. ინგლისი ფინალშია.


ბუქარესტში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთი, უკრაინას ხვდებოდა, რომელმაც მეოთხედფინალში უზადო თამაში აჩვენა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი, ტურნირს გამოთიშა. თუმცა, როგორც ჩანს უკრაინელებმა ძალებიც სათანადოდ ვერ აღიდგინეს და უკრაინულ ფერებში გადაწყვეტილი სტადიონის პასუხისმგებლობაც ცოტა ზედმეტად დააწვათ მხრებზე. ყოველ შემთხვევაში, გოლი, რომელიც პირველივე შეტევისას მუდრეკის გადაცემის შემდეგ ბონდარენკომ გაიტანა, თამაშის შემდეგ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უფრო შემთხვევითობა იყო. უკრაინა დაწინაურდა, თუმცა, ესპანეთმა მალევე, სადღაც 4 წუთში გაუთანაბრა. მე-17 წუთზე აბელ რუისმა გაიტანა. კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ, 24-ე წუთზე შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით, სანტესმა მეტოქე გუნდს მიანიშნა, რომ ბათუმში ჩამოსვლას მისი გუნდი გეგმავდა. მეორე ტაიმში, ესპანელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს, ბლანკომ (54'), ოროსიმ (68'), გომესმა (78') საბოლოოდ, 5-1 გაიმარჯვეს და ბათუმში მომავალ თვითმფრინავში ჩასხდნენ.


ფინალი ბათუმში 8 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმი არენაზე გაიმართება.




სფფ-ს (© ლაშა კუპრაშვილი) ფოტო