უკრაინის 21-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დამაჯერებლად, 1-3 დაამარცხა და ახალგაზრდული ევრო 2023 წლის 1/2 ფინალში თამაშის უფლების გარდა, პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა. იმ შემთხვევაში, თუკი, გაიმარჯვებდა საფრანგეთი, კიდევ ერთ 1/4 ფინალში კი, ქუთაისში, ინგლისი პორტუგალიას სძლევდა, ჩვენს ნაკრებს, დამატებითი შანსი მიეცემოდა, ეთამაშა ფლეი-ოფში და ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაგებად ებრძოლა.
თუმცა, მუდრიკმა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპიდან ტრავმის გამო ვერ დაიწყო, დღეს მინდორზე იყო. 32-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, 44-ე წუთზე კი, საგოლე გადაცემა მიიწერა და ორივე შემთხვევაში, სუდაკოვს გოლები გაატანინა. არადა, ფრანგებმა კარგად დაიწყეს და მე-19 წუთზე, ჩერკის გოლის შემდეგ, შეხვედრას იგებდნენ კიდეც. მოვლენების ასეთ განვითარებას ფრანგები არ ელოდნენ, საქმეში VAR-იც გავიდა, თუმცა, ფრანგებმა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უკრაინამ კი, მესამე გოლი გაიტანა და ახლა ფინალში, მიმდინარე ევროდან ნაცნობ ესპანეთს შეხვედრა. ჯგუფში ამ გუნდების შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა. ამრიგად, უკვე 1/2 ფინალში, საინტერესოა რომელი გადაძალავს და ჩამოვა ბათუმში.
დღესვე, კიდევ ერთ 1/4 ფინალური წყვილის შეხვედრაში, ქუთაისში, ინგლისისა და პორტუგალიის შეხვედრა, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა, მინიმალური ანგარიშით 1-0. გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ასე ვთქვათ, „სიკვდილის ჯგუფიდან" გასულმა პორტუგალიამ, როგორც ჩანს ძალები ბოლომდე ვერ აღიდგინა. პირველი ტაიმი რეალურად ინგლისელებს დაუთმო, მეორეში გააქტიურდა თუმცა, თამაშის გარდატეხა ვერ მოახერხა. ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში გორდონმა 34-ე წუთზე გაიტანა. 1/2 ფინალში ინგლისი, ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ჯგუფური ეტაპის დროსაც შეხვდნენ ქუთაისში. რამაზ შენგელიაზე ინგლისმა 2-0 გაიმარჯვა.
უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატის 1/2 ფინალები 5 ივლისს ბათუმსა და ბუქარესტში გაიმართება.
20:00 ინგლისი - ისრაელი / ბათუმი
23:00 ესპანეთი - უკრაინა / ბუქარესტი
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გუნდმა დღეს გამართული ბოლო 1/4 ფინალის შემდეგ, ხანგრძლივი შეკრება დაასრულა.
ფოტო: © Sam Barnes - Sportsfile/UEFA via Getty Images