თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა
თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა
03.07.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც კომპოსტელა მასპინძლობდა, ოთხი მედლით დაასრულა. გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმაც.

ჩვენი გუნდიდან ჩემპიონობა მოიპოვა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა ოთარ ადეიშვილი (79 კგ). ოქროს მედლებამდე ნაბიჯი დააკლდათ გოგა ოთინაშვილს (65 კგ) და საბა კობახიძეს (70 კგ).


ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს გამოსვლა ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) და თორნიკე სამხარაძემ (86 კგ).


შედეგად, საქართველოს ნაკრებმა კომპოსტელას ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით 111 ქულა დააგროვა და გუნდური მეხუთე ადგილი დაიკავა.