ჩაგდებული პირველი ტაიმი და პარიზის ოლიმპიური საგზურის მოსაგებად დარჩენილი შანსი
ჩაგდებული პირველი ტაიმი და პარიზის ოლიმპიური საგზურის მოსაგებად დარჩენილი შანსი
02.07.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფეხბურთში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მოახერხა ის, რომ ერი გააერთიანა. მოახერხა ისიც, რომ თბილისში, საქართველოს მთავარი საფეხბურთო სტადიონი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა" გაავსო - დღეს, უეფა-მ ამ ასაკობრივ კატეგორიაში თამაშზე დასწრების ახალი რეკორდი აანთო ტაბლოზე -  44 338. მეორე იარუსის ზედა სექტორებში ბევრი ადგილი იყო ცარიელი, არადა TKT.ge-ზე თითქმის 12-საათიანი რიგში დგომის შემდეგ შესულმა ცარიელი ადგილები არ მიჩვენა - ეს კი ნიშნავს, რომ გადამყიდველებმა,  სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, მინიმუმ 9000 კაცს წაართვეს, უეფა-ს ევროპის 21-წლამდეთა ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობა და იმ ემოციის შეგრძნება, რაც განსაკუთრებით პატარა გულშემატკივარს არ დაავიწყდება და უფრო მეტიც, თუ ხვალ ამ ბავშვებმა უკვე საკლუბო თამაშებზე დაიწყეს სიარული, ნიშნავს, რომ რამაზ სვანაძის 21-წლამდებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს.  რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, ეს ალბათ, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა იქნებოდა და ამის განაღდება ჩვენ დღეს შეგვეძლო. ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი საგზურის მისაღებად, დღეს 1/4 ფინალი უნდა მოგვეგო.



„სიმართლე გითხრათ, მიმძიმს საუბარი. არ მინდა თამაშის დეტალებში შესვლა. ფეხბურთია და ეს, შედეგიც თამაშის ნაწილია. ვთვლი, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში არიან უფრო მეტს იმსახურებენ. საერთო ჯამში მთელი ეს პერიოდი, როცა ჩვენ ერთად  ვიყავით და მთლიანობაში, ევროპის ჩემპიონატი, რომ შევაფასო, უნდა აღვნიშნო ,რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც მანამდე იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე არიან ქართული ფეხბურთის მომავალი, განსხვავებული მენტალურად და მათი პროფესიონალიზმიდან, გამომდინარე ამ ბიჭების იმედი უნდა გქონდეთ. მე მათ მადლობა გადავუხადე გასახდელში, იმ დღეებისთვის რომელიც გავიარეთ. ეს იყო დიდი ზეიმი, გამოწვევა, თითოეული ჩვენთაგანისთვის, პირადად ჩემთვის. შემდგომ, ჩვენ ოცნება გაგვქონდა ოლიმპიადაზე თამაში, დამოკიდებული ვართ ხვალინდელ სათამაშო დღეზე და იმედი გვქვს, რომ ჩვენი ოცნება ავიხდინოთ. ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული ღირსეული, კარგი და მაგარი ფეხბურთი ვითამაშეთ. გუნდი რჩება შეკრებაზე", - ამბობს სვანაძე.


21-წლამდეთა ნაკრები დღეს და ხვალ დარჩება შეკრებაზე, ვინაიდან ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ჩვენს ნაკრებს კიდევ აქვს. თუკი დღეს, ესპანეთის ნაკრები მოახერხებდა მეორე მეოთხედფინალის მოგებას და იმ მომენტში, როდესაც ამ სტატიის წერას ვასრულებ ესპანელებმა, დამატებით დროში 2-1 მოახერხეს შვეიცარიის დამარცხება, ხვალ კი, ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი, უკრაინას დაამარცხებს, ჩვენ ფლეი-ოფში, 7 ივლისს, ბუქარესტში მოგვიწევს თამაში. გუნდისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გრაფიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას გამოფიტულია და ბევრ ფეხბურთელს, უკვე საკლუბო ორომტრიალში უწევთ ჩართვა, ფლეი-ოფისთვის ზედმეტი მგზავრობისა და აკლიმატიზაციისათვის, თავის აცილება სწორედ, დღეს შეეძლო. თუმცა, დღეს, სხვა თამაშებთან შედარებით, სვანაძის გუნდმა, ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ითამაშა.




„დღეს პრობლემა იყო, რომ შეტევაში დაგვაკლდა სითამამე, დამაგვირგვინებელი მოქმედები, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი განპირობებული იყო, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით. განსაკუთრებით, ის ფეხბურთელები რომლებიც ეროვნულში იყვნენ და  10 დღეში 5 თამაში მოუწიათ. მადლობა მათ და მთლიანად გუნდს. სტაფს დიდს და არაჩვეულებრივს, სფფ-ს ხელმძღვანელობას,  რადგან ვიყავით, როგორც ერთი ოჯახი, ერთ მიზანთან გაერთიანებულნი", - იტყვის მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე რამაზ სვანაძე.


საქართველოში, გვიყვარს წარმატებით გამოწვეული სიხარულისგან ყვირილი. პატარა ქვეყანა ვართ და ყველა, ყველასთან ახლოსაა, შესაბამისად, ვერიდებით ადამიანების წყენინებას, ამიტომ წაგებული თამაშის შემდეგაც და ისიც მხოლოდ საქართველოში, მწვავე კითხვების დასმის ნაცვლად, შეგვიძლია ტაში დავუკრათ. ამ შემთხვევაში ტაშიც ამართლებს, თუმცა კითხვები კითხვებად რჩება... თუკი, ბოლო ჯგუფური თამაშის შემდეგ, ნიდერლანდელებმა თქვეს, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს არ იყო, დღევანდელი შეხვედრაში, უიღბლობამ ჩვენკენ გადმოინაცვლა. თუმცა, ეს პენალტების სერიის დროს. მანამდე, იღბალი და მამარდაშვილი ერთად იბრძოდნენ. უფრო პირველ ტაიმში, შემდეგ, მეორე ტაიმის ერთწუთიან მონაკვეთში, როდესაც „მამარდას" ზედიზედ, სამი  „სეივი" ჰქონდა ერთ წუთში.




ზურიკო დავითაშვილს, ვის სახელსაც ყველაზე ხშირად სკანდირებდა გადავსებული „დინამო არენა", აშკარად დაღლა ეტყობოდა. ამასთან, მას ისრაელი ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი, ბურთის მიღებისთანავე, ცდილობდა ჩაეკეტათ. სხვათა შორის მატჩის შემდგომ ის იტყვის, რომ მინდორზე დარჩა რათა საჭიროების შემთხვევაში 11-მეტრიანი დაერტყა. დღეს არ იყო აშკარად არც გიორგი გაგუას თამაში. დიდი ალბათობით, სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე ისიც 11-მეტრიანიების დამრტყმელ ხუთეულში გათვალა, თუმცა, მოგვიანებით, „გაგუს" დარტყმული პენალტი მეკარემ აიღო. პირველი ტაიმის გარდა, ყველა ტაიმით კმაყოფილია, საბა საზონოვი, რომელიც უბრალოდ თვლის, რომ დღეს არ გაუმართლა მის გუნდს, რომელში თამაშიც იმ დროიდან უნდოდა, როცა ამავე სტადიონზე „ბარსელონას" (სუპერ თასი 2015) თამაშს ტრიბუნიდან უყურა. საბა, რომელიც ჩვენი აზრით, დღეს გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მატჩის შემდგე იტყვის, რომ 21-წლამდეთა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი იყო.


თამაში, რომ შევაფასოთ, საზონოვის არ იყოს, თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმს, რომელიც კატასტროფულად ცუდი იყო, პირველი დამატებითი დროის ფრაგმენტებს, შეხვედრა სვანაძის გუდნის უპირატესობით წარიმართა, ვაჯობეთ ბურთის ფლობაში, ვიყავით საჯარიმოშიც, მაგრამ ბოლო მომენტში, მთელი შრომა წყალში იყრებოდა. ბოლოს, გუნდს აშკარად დაღლა ეტყობოდა, განსხვავებით, ისრაელისგან, რომელიც უკვე მეორე ტაიმიდან ცდილობდა დროის გაყვანას და დიდი ალბათობით, საქმის პენალტებამდე მიყვანას. სხვათა შორის მატჩის წინ, ქართველმა ჟურნალისტებმა, ჩვენებს ჰკითხეს, თუ ემზადებოდა გუნდი 11-მეტრიანებისთვის, თუმცა, ჩვენების პასუხიდან გამომდინარე ჩანდა, რომ „ნაცნობ" მეტოქესთან საქმის დამთავრებას ძირითად დროში აპირებდნენ. განსხვავებით, ებრაელთა გუნდში  დიდი იმედი ჰქონდათ, რომ საქმე სწორედ 11-მეტრაინებამდე მივიდოდა, სადაც ჩვენი მეკარის ქცევა, კარგად ჰქონდათ შესწავლილი. მათ ეს დავალება შეასრულეს.




მოკლედ, ასეა თუ ისე, მხოლოდ სხვისკენ, თუნდაც მსაჯის მიმართ ხელის გაშვერა - ასეთი მე მხოლოდ იქ დავაფიქსირე, სადაც ებრაელთა მხრიდან წესის დარღვევის მომენტში, როდესაც ბურთს ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, თამაშის გაჩერება უბრალოდ, ტემპის დაგდებად ჩავთვალე - ნიუანსია, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი, თორემ 11-მეტრიანის მომენტებს VAR-ი, რომელიც ამ შეხვედრაში იყო, მათ გარეშეც ამოწმებდა და აუცილებლად შეაჩერებდა.  შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველ ტაიმში, არ იყო ის გუნდი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე, ჩატარებულ სუსტ მონაკვეთებთან შედარებითაც, ყველაზე სუსტი თამაში გვაჩვენა და ახლა, თუკი, თეორიული შანსებს გადავხედავთ, გუნდი, უკვე დღეს, ხვალინდელი დღის მოლოდინში და ბუქარესტში სათამაშო უნდა მოემზადოს. თუკი, ხვალ ინგლისი და საფრანგეთი მოიგებს და გავა ევროპის 21-წლამდეთა 1/2  ფინალში, სვანაძის გუნდი პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად რუმინეთში გაემგზავრება.


მომავალს რაც შეეხება, ეს მხოლოდ საწყისია და ამ თაობის იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ, ისევე როგორც მე. მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც ეს დღეები ჩვენთან ერთად იყო სტადიონებზე და მათაც ვინც ტელეეკრანიდან ადევნებდა თვალს. ჩვენი გამარჯვება იყო, რომ ეს ხალხი გავახარეთ", - ამბობს სვანაძე.




მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სვანაძე იტყვის, რომ მის გუნდს საკმაოდ ძლიერი ჯგუფიდან მოუხდა გასვლა. არ ვიცი, მხოლოდ ჩემი კითხვაა, იქნებ ამ ძლიერი გუნდების შემდეგ, ისრაელის ნაკრები, რომელსაც ჯგუფში უბრალოდ გაუმართლა და მოხვდა 1/2 ფინალში ვერ შეფასდა სათანადოდ? საწყენად არა, კითხვა  დასაფიქრებლად და ანალიზისთვის. აქ, ჩვენი ნაკრების მიერ ჩატარებული ოთხი თამაშის გუნდურ ფოტოს დავდებ ჰიმნების შესრულებისას, მარტივი დაკვირვებით ჩანს ისრაელის ნაკრებთან წინა სამატჩო განწყობა. მინდა მჯეროდეს, რომ ვცდები.


ქართველთა მწვრთნელი ყველა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნავდა, რომ შემჭიდროვებულ გრაფიკში, ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა არ იყო შეჩვეული თამაშს, ამასთან ბიჭებს, ეროვნული სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნებულებს და სხვებსაც, ახალგაზრდულ ევრომდეც, საკმაოდ გრძელი სეზონის ჩატარება მოუხდათ. სხვათა შორის, სწორედ ამ ევროპის ჩემპიონატის და კარზე მომდგარი ევროტურნირების გამო, ჩვენი ეროვნული ლიგის თამაშებიც საკმაოდ შემჭიდროებული კალენდრით ტარდება. ეს გარემოება, ადრე თუ გვიან სადმე, გუნდის თამაშზე აისახებოდა.




ბუნებრივია, თამაშის შემდეგ, როდესაც უკვე უკან იყურები, ხედავ, რა შეიძლება ცოტა სხვაგვარად გაგეკეთებინა, რომ გზის ეს მონაკვეთი გაგვევლო.  იქნებ სჯობდა, რომ ისრაელთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა ცოტა სხვა ყოფილიყო, თუნდაც ზურიკოს და გიორგი წიტაიშვილს არ დაეწყოთ თამაში და ისინი, მინდორზე ცოტა გვიან შემოეშვათ? ან პენალტების სერიის დროს, პირველი ხუთეული ცოტა უფრო დასვენებული ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინათ? კი, ახალ შემოსულმაც გაუშვა შანსი ხელიდან, მაგრამ... ახლა საუბარი მარტივია და რაც მთავარია, ცხოვრებაა გასაგრძელებელი, რადგან საერთო ჯამში, რაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე, ფურცელზე ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, აჩვენა, რომ მას თამაშიც შეუძლია და საკმაო ძალაც არის. ახლა, წინ არის ყურება საჭირო, რადგან ბევრი ფეხბურთელი ამ ასაკობრივი ნაკრებიდან, არაა გამორიცხული მალე ეროვნულში ვიხილოთ და უეჭველია, რომ ის მუხტი, რაც ახალგაზრდულ ევროზე „დინამო არენაზე", თბილისში, საქართველოში და თუნდაც, ტელევიზორებთან ქართულ დიასპორაში გამეფდა, სამომავლოდ ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ არ შემოტრიალდეს. ბუნებრივია ისიც, რომ დღევანდელ თამაშში უფრო მეტი აპლიდისმეტი რამდენიმემ დაიმსახურა, თუმცა, ამ ჯერზე, გვარების დასახელებიდან თავს შევიკავებ.


საქართველო -ისრაელის 21-წლამდეთა 1/4 ფინალის მატჩის სტატისტიკა 












#მევარსაქართველო