გოგა ბითაძე ორლანდო მეჯქიში დარჩა
გოგა ბითაძე ორლანდო მეჯქიში დარჩა
30.06.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გოგა ბითაძე ორლანდო მეჯიქში დარჩა. ქართველი ცენტრი მომავალ სეზონს ფლორიდულ კლუბში გაატარებს. მას ორლანდოსთან 1+1 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის ნახევარი სეზონის დასრულებასთან ერთად გავიდა. ორლანდოელებმა კონტრაქტის ის პუნქტი აამუშავეს, რომლის ძალითაც 23 წლის ქართველი ფორვარდი 2023-2024 წლების სეზონსაც მათთან გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ორლანდოში თებერვალში, ინდიანა პეისერსიდან გაცვლით გადავიდა, სადაც მანამდე სეზონის 21 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ქართველმა ცენტრმა მეჯიქის 35-ნომრიანი მაისურით 17 შეხვედრაში (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება იყო.


იმ შემთხვევაში კი, თუკი ივნისის ბოლომდე ორლანდო ბითაძესთან თანამშრომლობას არ გააგრძელებდა, ქართველი ცენტრის დამატებაზე უპირატესობა ინდიანას მიენიჭებოდა, ხოლო სხვა კლუბებისთვის ის თავისუფალი აგენტი იქნებოდა.


საქართველოს ნაკრების კალათბურთელი NBA-ში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც დრაფტზე ინდიანამ მე-18 ნომრად აირჩია. მანამადე გოგა ჰიუნდაის, თბილისის ვითას, სერბული სმედერევოსა და მეგა ბიმაქსის და მენტენეგროს ბუდუჩნოსტის ღირსებას იცავდა.