ბურთის დაჭერით შესანიშნავ ატმოსფეროში
ბურთის დაჭერით შესანიშნავ ატმოსფეროში
30.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს, მაშინ, როდესაც 21-წლამდეთა ნაკრები საგურამოში, „ლოკომოტივის" ბაზაზე, ისრაელის მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებს, გიორგი მოისწრაფიშვილის კლუბი, ვაკეში, „მიხეილ მესხზე" სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის ფინალში ითამაშებს. ამ შეხვედრაში დინამოელები იმ ფეხბურთელების გარეშე იასპარეზებენ, რომლებიც, სვანაძის გუნდში არიან.


„დღეს, „დინამო თბილისი" საქართველოს სუპერთასზე ითამაშებს. გუნდთან ერთად ვერ ვიმყოფები, მაგრამ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია მაქვს. გუშინაც ვესაუბრე  და მათ წარმატებებს ვუსურვებ", - ამბობს გიორგი მოისწრაფიშვილი.


სვანაძეს, ისრაელთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე დღეს, სწორედ, „მოისწრაფა" ჰყავდა ამოყვანილი. ამას გარდა, მოისწრაფიშვილი იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ისრაელის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება აქვს. ამასთან, ქართულ ჩეპიონატში ბოლო დროს გატანილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლის ავტორი თვლის, რომ ის და მისი თანაგუნდელები, გულშემატკივრის უპირატესობის გამოყენებას შეეცდებიან და რაც მთავარია, მათ არ გააწბილებენ.


"რთული მატჩის მოლოდინი გვქვს, რადგანაც ისრაელის ძალები კარგად ვიცით. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ვფიქრობ, რომ ამ თამაშში ბურთის დაჭერა ჩვენ უნდა მოვახერხოთ. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და გვაქვს ისევ სავსე სტადიონის მოლოდინი, რადგან გულშემატკივარი დამატებით ძალებს გვაძლევს.ის დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მეტოქესთან შედარებით გვქონდა, ვფიქრობ ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ძალების აღდგენა მოვახერხეთ", - ამბობს მოისწრაფიშვილი.


მიუხედავად იმისა, ხვალინდელ მატჩში, რომელიც თბილისში, დინამო არენაზე 20:00 დაიწყება, მომდევნო ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გუნდი გადის, ეს კი, არც დამატებით დროს და არც 11-მეტრაინების სერიას გამორიცხავს, რამაზ სვანაძის გუნდი, ცდილობს განსაკუთრებით არა, მაგრამ დამატებითი დროისთვისაც იყოს მზად, თუმცა, აქცენტს ძირითად 90 წუთზე აკეთებს, თავისი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროით.

#მევარსაქართველო