სვანაძის 21-წლამდები უხერხულ ისრაელის ნაკრებთან სათამაშოდ მზად არიან
სვანაძის 21-წლამდები უხერხულ ისრაელის ნაკრებთან სათამაშოდ მზად არიან
30.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხვალ, 20:00 საათზე „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. რამაზ სვანაძის გუნდი, მართალია ასაკობრივ, თუმცა, ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში მისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან ეცდება ფინალისკენ გზის გაკვალვას.


დღეს, მატჩის წინ, ქართულ მედიასთან ბოლო შეხვედრაზე რამაზ სვანაძე აცხადებს, რომ ის, საქართველოს ნაკრების კოზირების გამოყენებას აპირებს. კონკრეტულად, არ უსაუბრია, მაგრამ ისრაელის მედიის კითხვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ხვალ საქართველოს ნაკრები, ორი ჯოკერის (კვარაცხელიასა და მიქაუტაძის) გარეშე აპირებს. ამასთანავე, „სვანა", ითვალისწინებს ყველა შეცდომებს, რომლებიც კონკრეტულად ისრაელის ნაკრებთან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დაპირისპირებისას დავუშვით.


„რთულ თამაშს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატში ¼ ფინალში, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ისრაელს, განსაკუთრებით ასაკობრივი ნაკრებების დონეზე აქვს პროგრესი და ეს, შედეგებშიც აისახება. მეტოქეს პატივს ვცემთ და ვფიქრობთ, მარტივი შეხვედრა არ გველოდება. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, ის სულისკვეთება შევინარჩუნოთ, რომლითაც აქამდე მოვედით, რათა საკუთარი გულშემატკივარი კიდევ გავახაროთ", - ამბობს სვანაძე.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში და გუნდში თვლიან, რომ მეოთხედფინალში შემთხვევითი გუნდები არ ხვდებიან. ამ ასაკობრივ კატეგორიაშიც, პირველი ქულები, მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც საბოლოოდ ჯგუფში ჩარჩა, გერმანიამ, სწორედ ისრაელის ნაკრებთან დაკარგა. ისრაელთან, ბოლო ამხანაგური შეხვედრა, სვანაძის გუნდმა არც თუ შორეულ წარსულში, გორში წააგო. ბუნებრივია, ამ თემაზე, ახლა ყურადღების გამახვილება არ ღირს, თუმცა, სვანაძეს მაინც მოუხდა პასუხის გაცემა.




„ვფიქრობ, ჩვენი ბოლო ურთიერთშეხვედრის შემდეგ, რომელიც გორში  1-2 წავაგეთ, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და აქ შეცდომის დაშვების უფლება არცერთ მეტოქეს არ აქვს. შევეცდებით, რომ ბოლო მატჩში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ", - ამბობს სვანაძე.


ისრაელის ნაკრებისგან განსხვავებით, რომელიც ჯგუფური ეტაპის თამაშებს ქუთასიში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ატარებდა და 1/4 ფინალური საგზური მხოლოდ, 28 ივნისს მოიპოვა, აქედან გამომდინარე კი, სვანაძის გუნდს, დასვენებისთვის უფრო მეტი დრო ჰქონდათ, ქართული გუნდი თვლის, აღსადგენად, საკმარისი დრო ჰქონდათ.


„ჩვენ შემადგენლობას კონკრეტული მეტოქიდან და ფეხბურთელების მდგომარეობიდან ვარჩევთ. ეს არის გუნდი, რომელშიც ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი გამოკვეთილი კონკრეტული როლი და მთავარია, რომ ყველა მათგანს გათავისებული აქვს, რომ მთავარი ნაკრების წარმატებაა და არა პირადი მე. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, ამას ყველანი ერთად ხვალ გავიგებთ. ვფიქრობ, დღევანდელი მონაცემებით მენტალურად საერთოდ სხვა სიმაღლეზე ვართ, განვლილი ჯგუფური ეტაპი კი დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორია. იმედი მაქვს, ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე თამაშს გამოიწვევს. მთლიანობაში, დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგი მომავალი ელოდება", - ამბობს სვანაძე.




ვინ იქნება შემადგენლობაში, ვინ დაიწყებს თამაშს, რომელ ნომრად ითამაშებს ამჯერად საქართველოს ნაკრები, გუნდში ყველას აქვს გააზრებული, რომ ქართველთან გუნდს,  ყველა მატჩში უწევს დაამტკიცოს,  რომ ევროპის ჩემპიონატზე  ყოფნას და 1/4 ფინალში თამაშს იმსახურებენ. ამას გარდა მატჩიდან მატჩამდე გულშემატკივრის მოლოდინიც იცვლება და ფსონებიც იზრდება. მა ვიმსახურებთ სადაც ვართ. მოლოდინები მატჩიდან მატჩამდე იცვლებოდა.


მადა ჭამაში მოდის, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრების თამაშებზე, გულშემატკივარი დასწრების რეკორდს რეკორდზე ხსნის. ამჯერად, ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 12 საათში, „დინამო არენაზე" დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო.


რამდენიმე წუთის წინ თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს 21-წლამდებთან 1/4 ფინალურ მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ნაკრების ფეხბურთელმა „დინამო თბილისიდან"  გიორგი მოისწრაფიშვილმა, მედიის კითხვებს უპასუხეს




#მევარსაქართველო