უეფა-ს 21-წლამდეთ ევროზე, თბილისში ამინდს მე-12 ქმნის
უეფა-ს 21-წლამდეთ ევროზე, თბილისში ამინდს მე-12 ქმნის
26.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, რამდენჯერმე ყურადღება გაამახვილეს გულშემატკივრის როლზე, სტუმრებმა - ნიდერლანდელებმა და ჩვენებმაც, რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა.


რამაზ სვანაძე:  გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არსი გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ზღაპარი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. 


გიორგი გულიაშვილი:  ახლოს ვართ ჩვენ მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულს მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად არის 90 წუთის სათამასოდ. 




გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. 


შეგახსენებთ, რომ ხვალ „დინამო არენაზე" უეფა-ს 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს 20:00 საათზე დაიწყება. ბოლო მატჩამდე, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფის ლიდერია და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფის მოგებასა და 1/4 ფინალში გასვლიდან. ქართველებს, გულშემატკივრის, მე-12 მოთამაშის დიდად ეიმედებათ. სწორედ, მე-12-ეს დამსახურებით, არაა გამორიცხული, რომ 1/4 ფინალი მიხეილ მესხის ნაცვლად, დინამო არენაზე გაიმართოს.