თამაშიც „დატრიალდა“ და ქომაგიც „ტრიალდება“...
თამაშიც „დატრიალდა“ და ქომაგიც „ტრიალდება“...
25.06.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქომაგობა ბავშვის ასაკიდან უნდა ისწავლო. ასე გავიზარდე მე, როდესაც მშობლებთან ერთად, ჯერ კიდევ იმ საუკუნეში, 70-იან წლებში „დინამოს" რეაბილიტირებული სტადიონის გახსნას დავესწარი 5 წლის ასაკში დავესწარი თამაშს. მას მერე მოვიწამლე და ცუდი არაა, რადგან გატანილი გოლის, დადებული ლელოს, ჩატენილი ბურთი შემდეგ, სავსვე ტრიბუნების გუგუნზე უკეთესი მოსასმენი (სპორტი მაქვს მხედველობაში) ცოტა თუ არის. ასეთი მუხტით იზრდება 3 წლის ნია, რომელიც საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა თამაშს ესწრება მამასთან ერთად.




„ორი საოცარი მატჩი ჩაატარეს ამ ბიჭებმა. არ ვიცი რა იქნება მესამე ტურის შემდეგ, მაგრამ ამ ბიჭებმა ჩვენი ტაში და სიყვარული, ალალად დაიმსახურეს. იშვიათად მინახავს ასეთი მოტივირებული და შეკრული ნაკრები, როგორც ეს ბიჭები არიან.


 ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე იყო. 0-2 ზეც კი ყველას გვჯეროდა, რომ დავატრიალებდით ამ თამაშს და არავინ დაძრულა ტრიბუნებიდან. როგორც იქნა, მხოლოდ ქომაგების ტრიბუნა აღარ გუგუნებდა და მთელი სტადიონი აგვყვა ამ ემოციების გაზიარებაში.


 მატჩის შემდეგი წუთები კი ალბათ ისტორიას დარჩება, როგორც ქომაგებისა და ფეხბურთელების ურთიერთობის მაგალითი. მადლობა ამ ბიჭებს ასეთი დამოკიდებულებისთვის და ამ ემოციების მიღებისთვის.


არასოდეს არ გავჩერდებით!", - წერს ქართველო „ქომაგების" (საქართველოს ნაკრების ოფიციალური ფან კლუბი, სექტორი) ლიდერი ბექა ნოზაძე, რომელიც „სახლის" თამაშებზე, მთელი ოჯახით დადის.




ქვეყნის ნაკრები ერთია, გუნდი (კლუბი) უნდა აირჩიო და მისი სიყვარული სწორედ, ბავშვობის ასაკიდან ისწავლო. რაც შეეხება „ქომაგებს", ეს სექტორი წლიდან წლამდე იცვლება, ასეა 2010 წლიდან. მხოლოდ 24 ივნისს, „დინამო არენაზე" ცოტა სხვა იყო. ამ სექტორს, დღეს, მართლა მთელი სტადიონი, 41886 ქომაგი ერთხმად აჰყვა და ტრიბუნას, საათის ისრის საპირისპიროდ, მხოლოდ მას შემდეგ ტოვებდა, რაც ბელგიის 21-წლამდეთა ნაკრებთან ფერდ 2-2 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდები სამადლობელოდ სექტორ-სექტორ ჩერდებოდნენ.