,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" კრივი, კანოე, წყალში ხტომა
,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" კრივი, კანოე, წყალში ხტომა
25.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი


პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე, ნოვი ტარგის დარბაზში, მოკრივეთა ტურნირი შუადღით განახლდა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდისთვის დღევანდელი ასპარეზობა წარუმატებელი გამოდგა - სამივე მოკრივე, მედლისთვის ბრძოლას პირველი ეტაპზე გამოეთიშა .


51 კგ წონითი კატეგორიის 1/16-ფინალში სახილ ალახვერდოვი ფრანგ ბილალ ბენამასთან 0-5 დამარცხდა, ხოლო 80 კგ წონაში უკრაინელი ოლექსანდრ ხიჟნიაკის და გიორგი ყუშიტაშვილის ორთაბრძოლა მსაჯის გადაწყვეტილებით მესამე რაუნდში დასრულდა. ყველაზე გვიან არტიომ იორდანიანი (92 კგ) ვიხილეთ, რომელიც უკრაინელ არკადი კარცანს შეხვდა. მეტოქემ, ანგარიშით 0-5 გაიმარჯვა


დღეს, კიდევ ერთ ფინალში იასპარეზა კანოისტმა მარიამ ქერდიკაშვილმა, ამჯერად 500 მეტრზე სპრინტში. მან დისტანცია 2:13.916 წუთში დაფარა და მერვე ადგილი დაიკავა.


დღესვე აიღო სტარტი წყალში მხტომელებმა ტურნირმა, რომელიც რზეშოვის არენაზე ტარდება და საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.


3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომის საკვალიფიკაციო ეტაპზე თორნიკე ონიკაშვილმა 325.70 ქულა დაიმსახურა, ხოლო სანდრო მელიქიძის გამოსვლა მსაჯებმა 249.85 ქულით შეაფასეს. სამწუხაროდ, ეს შედეგები ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ონიკაშვილი 31 მონაწილეს შორის 23-ე ადგილზე გავიდა, მელიქიძემ კი 29-ე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ წესდებით მედლებისთვის ბრძოლას თორმეტი საუკეთესო მხტომელი აგრძელებს.