,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“ - ზაზა ნადირაძე ვიცე-ჩემპიონია!
,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“ - ზაზა ნადირაძე ვიცე-ჩემპიონია!
24.06.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ნაკრებმა მესამე ევროპულ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა! კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200 მეტრზე სპრინტის ფინალში 39.796 წამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიგო.

 

ზაზას მხოლოდ ლიეტუველმა ჰენრიკას ჟუსტაუტასმა აჯობა, რომელმაც დისტანცია 39.700 წამში დაფარა. ესპანელი პაბლო გრანა მესამე ადგილზე გავიდა - 39.852 წამი.

 

დღეს გამართულ ფინალებში ზაზას გარდა ჩვენი გუნდის კიდევ ორი წევრი ვიხილეთ: მარიამ ქერდიკაშვილი (კანოე) და ბადრი ყაველაშვილი (კაიაკი), რომლებმაც ასევე 200 მეტრზე იასპარეზეს.

 

მარიამი პირველ ხაზზე იდგა და საბოლოოდ ცხრა ფინალისტს შორის მერვე ადგილზე გავიდა. მან დისტანცია 49.789 წამში დაფარა.

 

ბადრი ყაველაშვილმაც ასევე პირველ ხაზზე იასპარეზა და მანაც მერვე ადგილი დაიკავა - 37.653 წამი.

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები