ევროპის III თამაშებზე ასპარეზობა ჩვენმა მძლეოსნებმა დღეს დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა 290 ქულით მესამე დივიზიონში თხუთმეტ მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის" მესამე დივიზიონის გამარჯვებული ირლანდია გახდა (494 ქულა), მეორე ადგილი ავსტრიამ (473.5) დაიკავა, ხოლო ისრაელი (434) მესამე იყო. სამივე გუნდმა მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.
მესამე საშეჯიბრო დღეს მხოლოდ ერთი ქართველი მძლეოსანი მოხვდა სამეულში: 200 მეტრზე რბენაში მინდია ენდელაძემ პირადი რეკორდი დაამყარა, 20.98 წამი დააფიქსირა და მცირედით ჩამორჩა ირლანდიელ მარკ სმითს - 20.66.
ჩვენი გუნდის სხვა წევრების დღევანდელი შედეგები ასეთია:
ვაჟები
5000 მ დავით ხარაზიშვილი - 15:00.69 წუთი (VIII ადგილი) -სეზონის საუკეთესო შედეგი
შუბის ტყორცნა: ირაკლი ჟორჟოლიანი - 61.25 მეტრი (IV) -სეზონის საუკეთესო შედეგი
ბირთვის კვრა: გიორგი მუჯარიძე - 18.94 მეტრი (IV)
სიმაღლეზე ხტომა: საბა სოსელია - 1.70 მეტრი (III ადგილი B ჯგუფში)-სეზონის საუკეთესო შედეგი
გოგონები
200 მ ანი მამაცაშვილი - 24.89 წამი (VII) -პირადი რეკორდი
1500 მ გაიანე უსტიანი - 5:03.51 წამი (XIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი
3000 მ თარჯრბენი: ასია ჩარუხჩიანი - 13:37.51 წუთი (X) -სეზონის საუკეთესო შედეგი
შუბის ტყორცნა: ბელა ჭკადუა - 21.9 მეტრი (XII) -პირადი რეკორდი
სიმაღლეზე ხტომა: ბელა ჭკადუა - 1.60 მეტრი (I ადგილი B ჯგუფში) -პირადი რეკორდი
სიგრძეზე ხტომა: ნატალია გრიგორიანი - 4.69 მეტრი (XIII) -სეზონის საუკეთესო შედეგი
შერეული ესტაფეტა 4X400: საქართველო - 3:36.62 წუთი (VII ადგილი) -სეზონის საუკეთესო შედეგი
მძლეოსანთა გუნდური ჩემპიონატი ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის" სპორტულ პროგრამაში ევროპის მძლეოსნობის (European Athletics) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC - European Olympic Committees) შეთანხმებით შევიდა.